ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ უხამსი ჟესტის გაკეთებისგან "თავი ვერ შეიკავა", თუმცა "შეიძლება, უნდა შეეკავებინა".

"უხამსი სიტყვები, გინება, არ ვიცი, გადმოვედი რაღაცის თქმა მინდოდა, სპეციალურად გავაჩერე, რომ რაღაცის თქმა მინდოდა ახალგაზრდებისთვის და კონკრეტულად ერთი პიროვნება თავზე დამადგა და "მონა" მეძახის. ხოდა, მეც თავი ვერ შევიკავე, შეიძლება, უნდა შემეკავებინა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მომაყენეს", — გვითხრა მან.

დღეს, 2 აპრილს ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ აქტივისტებს უხამსი შინაარსის გამომხატველი ჟესტი უჩვენა. ვოლსკი მმართველ პარტიაში ჩანიშნულ უმრავლესობის სხდომაზე მივიდა, რა დროსაც აქტივისტები მას შეძახილით — "მონა" დახვდნენ. სწორედ ამის შემდეგ გააკეთა უხამსი ჟესტი აქციის მონაწილეების მიმართულებით ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა.