დიდი ზომა ყოველთვის არ ნიშნავს მოწინააღმდეგესთან უპირატესობას. სისხარტე და მოხერხებულობა ველურ სამყაროშიც დაფასებული თვისებებია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ავსტრალიურ შხამიან ობობაზე გესაუბრებით.

ამ გველისთვის ობობასთან დაპირისპირება საბედისწერო აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეწარმავალი თავზარდამცემად გამოიყურებოდა, ობობამ მტკიცე ქსელისა და შხამის დახმარებით მისი მახეში გაბმა და დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება შეძლო.