განვითარებული თუ განვითარებადი სამყაროს უდიდეს ნაწილს გამართული წყალგაყვანილობა, ელექტროენერგია და მოწესრიგებული სანიტარული სისტემები დიდი ხანია აღარ უკვირს, თუმცა ნარჩენების დახარისხებისა და დეგრადირების პრობლემა მთელ მსოფლიოში მწვავედ დგას.

ცნობისთვის, ყოველწლიურად, ნახევარი მილიონი 5 წლამდე ბავშვი მოუწესრიგებელი სანიტარული სისტემისგან გამოწვეული დაავადებებით კვდება; 4.5 მილიარდამდე ადამიანს გამართულ სანიტარულ სისტემაზე წვდომა არ აქვს და ნახევარი მსოფლიოს სანიტარული ნარჩენები გარემოში ხვდება. სანიტარული სისტემების მოწესრიგებისა და გარემოს მოფრთხილების მიზნით ბილ გეითსის ფონდმა $200 მილიონიც კი გამოყო, რაც განსაკუთრებით პრობლემურ რეგიონებში პრობლემის აღმოფხვრაზე დაიხარჯება.

ასეთ პირობებში ბიოტუალეტები პრობლემის ეკომეგობრული გადაწყვეტაა. ის სანიტარული ნარჩენების დეგრადირებას ბიოქიმიის დახმარებით ახერხებს. ამასთან, წყლის რესურსის დაზოგვაც ხდება. ეს ალტერნატივა შეუცვლელია ისეთი მასშტაბური ღონისძიებებისას, როგორიც კონცერტი, ან მშენებლობაა, ასევე, ნებისმიერი ისეთი გამოუვალი სიტუაცისას, რომელიც საკანალიზაციო სისტემებზე წვდომას, წყალმომარაგებას თუ ელექტროენერგიის გამოყენებას გამორიცხავს.

კი კი — ბიოტუალეტების გაქირავების ლიდერი საქართველოში

ფოტო: Ki Ki

2018 წელს დაარსებული კომპანია, კი კი ბიოტუალეტების გაქირავების ქართული სერვისია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, ამ მიმართულებით, წამყვანი კომპანიაა. მათ 3-წლიან პერიოდში 150 ერთგული პარტნიორის მოზიდვა შეძლეს. კი კი უზრუნველყოფს სუფთა ბიოტუალეტებით მომარაგებას სხვადასხვა მიზნით:

  • სამშენებლო უბნებში;
  • სამრეწველო ტერიტორიებზე;
  • ტურისტულ და რეკრეაციულ ადგილებში;
  • ავტოსადგომებზე ან საგზაო ინფრასტრუქტურის გაყვანისას;
  • სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე;
  • მცირე ბიზნესისთვის;
  • სპეციალური დანიშნულების ღონისძიებებზე.

კომპანიის მიერ განვლილი გზა

კი კი-ს დირექტორი, ირაკლი ჩხაიძე

ფოტო: ki ki

კომპანიის განვითარების გზაზე და სამომავლო გეგმების შესახებ კომპანიის დირექტორს, ირაკლი ჩხაიძეს ვესაუბრეთ. მისი თქმით, როდესაც კი კი-ს უცხოელმა დამფუძნებელმა, გუსტავ გროთმა საქართველოში ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა, ბაზარი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო (ამ მიმართულებით ორიოდე კომპანია მუშაობდა). დამწყებმა კომპანიამ თავის დამკვირდება მალევე შეძლო და ქვეყანაში მრავალი სიახლე შემოიტანა.

"ხშირ შემთხვევაში რუსული წარმოების, მოძველებული ბიოტუალეტები გამოიყენებოდა, რაც ჰიგიენური ნორმების შესრულებას აძნელებდა. ჩვენ წამყვანი ამერიკული ბრენდის — სატელიტის ბიოტუალეტები და მანქანა-დანადგარები ჩამოვიტანეთ. პირველებმა ჩამოვიტანეთ გარე დაყენების, ავტონომიური პორტაბელური ხელსაბანები, რომელიც ერთ ავსებაზე 400 ხელის დაბანას ყოფნის. აგრეთვე — ხელსაბანები, რომლებიც უშუალოდ ბიოტუალეტში მონტაჟდება, შედარებით ნაკლებ ხელის დაბანას ყოფნის, თუმცა აქტიურად გამოიყენება. გამოვიყენეთ განათებებიც, რომლებიც კარის გაღებაზე ავტომატურად რეაგირებს. დავამკვიდრეთ ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც დამკვეთებისთვის ბევრად მიმზიდველია. ასე შევძელით ბაზარზე წამყვანი კომპანიის სახელის დამკვიდრება", — გვეუბნება ირაკლი ჩხაიძე.

მასშტაბური პროექტები

ყველაზე დიდი ღონისძიება, რომელსაც მოემსახურნენ მსოფლიო გარბენი იყო. მათ იქ 40 000 ადამიანის ბიოტუალეტებით უზრუნველყოფა შეძლეს. ირაკლი განათლების სამინისტროსთან ერთად განხორციელებულ პროექტზე და სხვა მასშტაბურ თანამშრომლობებზეც გვესაუბრა.

"დასავლეთ საქართველოში განათლების სამინისტროსთან ერთად გვაქვს პროექტი — ვდგამთ ბიოტუალეტებს იმ სკოლებში, სადაც რემონტი მიმდინარეობს. ამ ყველაფერს ბათუმის ფილიალიდან უზრუნველვყოფთ. დასავლეთ საქართველოს სრულად აუთვისებელ ბაზარზე პირველები შევედით. განათლების სამინისტროსთან ერთად სექტემბერშიც გვქონდა მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 41 სკოლას მივუტანეთ ბიოტუალეტები და დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ვემსახურებოდით. ეს იყო ძირითადად სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის მთიანი, რთულად მისადგომი რეგიონები", — აღნიშნა ირაკლიმ.

კი კი მომხმარებლებს ორი სახის მომსახურებას სთავაზობს: გრძელვადიანს და მოკლევადიანს. კომპანია თანაბრად თანამშრომლობს როგორც მცირე დამკვეთებთან და დიდ დამქირავებლებთან, ისე — მუნიციპალურ სამსახურებთან.

"მხოლოდ ერთი ბიოტუალეტის საჭიროებასაც კი ვფარავთ და ყოველკვირეულად ვემსახურებით. 20 კაცზე ერთი ბიოტუალეტია საჭირო. ივენთების დროს კი ყოველდღიურ მომსახურეობას ვაწარმოებთ. გამოუვალ სიტუაციაში, 1 საათის ვადაშიც მოვმსახურებივართ კომპანიას, მაგრამ ძირითადად ერთი დღის ვადაში ვდგამთ ბიოტუალეტებს", — განაცხადა კი კი-ს დირექტორმა და მუნიციპალურ პროექტზეც მოგვიყვა — "მუნიციპალიტეტებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ, მოვიგეთ ტენდერი და დავდეთ ხელშეკრულება თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან. დაახლოებით ნახევარ მილიონიანი პროექტის ფარგლებში, ავტობუსების ბოლო გაჩერებებზე 49 ბიოტუალეტი დავდგით".

პანდემიის გამოწვევები და სამომავლო გეგმები

როგორც ირაკლი გვეუბნება, პანდემიის გამოწვევებთან გამკლავებაც წარმატებით შეძლეს და ყველა თანამშრომელი შეინარჩუნეს: "სრულ ლოქდაუნსაც გავუძელით, ყველა თანამშრომლის შენარჩუნება შევძელით და ამის შემდეგ მოთხოვნამ მოიმატა კიდეც. ამჟამად კომპანია 10 ადამიანისგან შედგება, რომელთაგან 6 მძღოლ-ოპერატორია".

კომპანიას დიდი სამომავლო გეგმები აქვს — სომხეთის ბაზარზე აპირებენ შესვლას, რომელიც, ირაკლი ჩხაიძის თქმით, სრულად აუთვისებელია.

"სამომავლოდ სომხეთში დაფუძნებასაც ვაპირებთ, იქ ბაზარი სრულად აუთვისებელია და პირველები შევალთ. ვეცდებით ცნობადობა ავამაღლოთ და უკეთ მოვამზადოთ ბაზარი. პანდემიის გამო ეს გეგმები ცოტა გადაიდო, თუმცა იმედი გვაქვს მომდევნო წლიდან ამ მიზანს მივაღწევთ", — აღნიშნა ირაკლიმ კომპანიის სამომავლო გეგმებზე საუბრისას.

კი კი-სთან დაკავშირება როგორც ვებგვერდის, ისე ფეისბუკ გვერდის დახმარებით შეგიძლიათ.