სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტში, თებერვალთან შედარებით, ფასები 4,2%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7,2%-ს მიაღწია.

ინფლაციის მაჩვენებელის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები მატებამ მოახდინა. ასევე, გაძვირდა საცხოვრებელთან დაკავშირებული მომსახურებები.

უფრო კონკრეტულად კი, წლიურ ინფლაციაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5,7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,86 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (35,8%), ყავა, ჩაი და კაკაო (137%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13%), თევზეული (12,2%), რძე, ყველი და კვერცხი (8,5%), პური და პურპროდუქტები (7,7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4%). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-8,6%) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-12%);

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 7,6-პროცენტიანი მატება, რაც 1,24 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7,9%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (7,8%) და წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4,5%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 13,6 პროცენტით, რაც 1,03 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (21,3%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12%) ქვეჯგუფებზე;

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 5,8 პროცენტით, რაც 0,77 პროცენტული პუნქტით აისახან მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (8,8%);

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12- პროცენტიანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,67 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (17,4%), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (16,4%), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (14,2%), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (12,2%), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (11%), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი და რემონტი (96%);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8,9-პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0,56 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (12,1%), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (6,2%);

აღსანიშნავია, რომ ფასების ამგვარი ზრდა ბოლოს 2011 წლის აგვისტოში დაფიქსირდა.