საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და რეზერვებიდან გასაყიდად 40 მლნ დოლარი გამოიტანა. აუქიონზე 27,5 მლნ დოლარი გაიყიდა, რის შედეგადაც ლარი დოლართან მიმართებით 0,54 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარის ღირებულებამ 3,4410 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტა გამყარდა ევროს მიმართაც. დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი ევროს ღირებულბა 4,0404 ლარია, რაც 0,22 თეთრით გამყარებას ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს ხუთი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამურად 187,5 მლნ დოლარი გაყიდა.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, ორ აპრილს შევა ძალაში.