2020 წლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ომბუდსმენის წლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ გასული წლების მსგავსად, 2020 წელს პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფის სხვადასხვა შემთხვევა გამოვლინდა. სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცადებით, მათ შორის იყო საქართველოს პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის სავარაუდო უკანონო მიყურადების შემთხვევა, TV პირველის ჟურნალისტისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის სავარაუდო მიყურადების შემთხვევა.

"სახალხო დამცველის აპარატი წლების განმავლობაში ითხოვს კონფიდენციალური საუბრებისა და ჩანაწერების გასაჯაროების ყველა საქმის გამოძიებას. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შემთხვევები არ სრულდება ეფექტიანი გამოძიებით, რასაც საბოლოოდ დამნაშავის გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა უნდა მოჰყვეს", — განაცხადა ლომჯარიამ.