წელს საქართველოს სკოლებში სააღდგომო არდადეგები აღარ იქნება, ისევე როგორც ეს ტერმინი. ამის ნაცვლად, მოსწავლეებს საგაზაფხულო არდადეგები ექნებათ.

ინფორმაციას Aris.ge განათლების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"აღდგომის დღესასწაულზე სკოლებიც ისევე დაისვენებენ, როგორც სხვა სამსახურები: წითელ პარასკევს - 14 აპრილს და ორშაბათს - 17 აპრილს. შაბათი და კვირა კი ყველასთვის დასვენების დღეა" - აცხადებენ სამინისტროში.

შესაბამისად, წითელი პარასკევის წინა ხუთშაბათს (ე.წ. დიდი ხუთშაბათს) წელს სკოლები აღარ დაისვენებენ.

2017 წლის სწავლის და არდადეგების განრიგი.