მარტის დასაწყისში, NASA-ს Curiosity მოხეტიალე მარსზე გეილის კრატერში მდებარე შრეებრივი ნალექის 7 მეტრიან გაშიშვლებას, მეტსახელად "მთა მერკოს" მიუხალოვდა. 6 მეტრი სიმაღლის მთა მოხეტიალის მიერ გამოგზავნილ სელფისა და პანორამაში ჩანს. აქ ვხედავთ ბურღით ამოთხრილ ხვრელსაც კლდის ნიმუშთან ახლოს, რომელსაც "Nontron" ეწოდება — ეს მისიის 30-ე ნიმუშია.

მომავალში მეცნიერები ამ ნიმუშის შემადგენლობას შეისწავლიან იმ მიზნით, რომ დაადგინონ, თუ რა ინფორმაციას ინახავს იგი წითელი პლანეტის წარსულის შესახებ.

ფოტო: mars.nasa.gov

2021 წლის 26 მარტს, მისიის 3070-ე დღეს, მოხეტიალემ 60 სურათი გადაიღო Mars Hand Lens გადამღებით (MAHLI), რომელიც მოხეტიალეს რობოტულ ხელზეა განთავსებული. ამას დაემატა მის თავზე მოთავსებული Mastcam-ის მიერ გადაღებული სურათები ამავე წლის 16 მარტს, მისიის 3 060-ე დღეს.

Mastcam-ის გამოყენებით 4 მარტს, მისიის 3 049-ე დღეს, მოხეტიალემ რამდენიმე პანორამის გადაღებაც შეძლო. გაშიშვლებიდან 40 მეტრის დაშორებით მან ერთი პანორამა გადაიღო, შემდეგ კი შეიცვალა მდებარეობა და იმავე მანძილის დაშორებით გადაიღო ახალი პანორამა, რის საშუალებითაც მან შექმნა სტერეოსკოპული ეფექტი. საბოლოოდ, მან მერკოს და მისი შემოგარენის 360 გრადუსიანი სურათის აღბეჭდვა შეძლო. გაშიშვლების შესწავლა ერთზე მეტი კუთხიდან მეცნიერებს მთა მერკოს დანალექი ფენების 3D გეომეტრიის შესწავლაში დაეხმარება.