დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება. მათ შორის, ის ასახელებს იმერეთსა და აჭარას. ამის შესახებ მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება. იგივე იმ სოფლებში, იმერეთის, ჭიათურის რაიონის ერთ სოფელში გვაქვს, ითხვისის მაღაროებთან დაკავშირებულ სოფლების ჯგუფში გვაქვს, აჭარაშიც გვაქვს, იქ აჭარა ტექსტილში, სადაც 1 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, გვაქვს ამ შემთხვევების რაოდენობა 88-მდე, რა თქმა უნდა, იქ წერტილოვანი შეზღუდვები ყველგან აქ იგეგმება და ტარდება", — თქვა მან.

24 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვებზე უკვე მსჯელობდა. მისი თქმით, იმერეთი, გურია და აჭარა "წითლის მიმართულებით" მიდის.