მესამე სეზონის ბოლოს მთავარი გმირის — ჯუნ ოსბორნის გაბედულმა ნაბიჯმა მაყურებლები გააოგნა. ჯუნის ქმედებებმა გილეადის ყოველდღიურობა თავდაყირა დააყენა, რაც მთავარ გმირს, დიდი ალბათობით, ძალიან ძვირად დაუჯდება. მესამე სეზონის საოცარი ფინალის შემდეგ ახალ სეზონს ყველანი მოუთმენლად ველით. ამასობაში კი Hulu-მ მხევლის წიგნის მეოთხე სეზონის ახალი ტრეილერითაც გაგვანებივრა:

ტრეილერიდან ჩანს, რომ ჯუნ ოსბორნი მამაცი ამბოხებულის ამპლუაში გვიბრუნდება, რომელიც გილეადს უკვე ღიად უპირისპირდება. ტრეილერში ჩვენი საყვარელი პერსონაჟების ხელახლა ხილვა და დაძაბული ატმოსფერო იმის ნიშანია, რომ წინ საოცარი სანახაობა გველის.

ემის მფლობელი სერიალი მარგარეტ ეტვუდის ამავე სახელწოდების მქონე დისტოპიური ნოველის მიხედვითაა გადაღებული. მაყურებლებმა მხევლის წიგნი პირველად 2017 წელს იხილეს და ის უამრავი ადამიანის საყვარელ სერიალად იქცა. მესამე სეზონის პრემიერა 2019 წელს შედგა და მას შემდეგ სერიალის გულშემატკივრები მეოთხე სეზონს სულმოუთქმელად ელიან.

მხევლის წიგნის მეოთხე სეზონის პრემიერა 28 აპრილს შედგება, თუმცა ეს ისტორიის დასასრული არაა: სერიალის შემქმნელებმა გასულ დეკემბერს მხევლის წიგნის მეხუთე სეზონიც დააანონსეს.

ამავე თემაზე: