უარი ზუმს — რა ფორმატით ჩატარდება წლევანდელი ოსკარების ცერემონია
თვეზე ნაკლები დარჩა ოსკარების 2021 წლის დაჯილდოებამდე და ჯერ კიდევ ბევრი რამ დაზუსტებული არ არის, თუ როგორი იქნება წლევანდელი ცერემონია.
აქამდე ორგანიზატორებმა მხოლოდ ის გაგვიმხილეს, რომ კოვიდ-ეპოქაში აპრობირებულ მეთოდს — ზუმში შეხვედრებს ისინი არ მიესალმებიან და მაქსიმალურად ეცდებიან, დაჯილდოება მეტ-ნაკლებად ტრადიციული ფორმით, დამსწრე საზოგადოებასთან ერთად გაიმართოს.
ამ გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა, რადგან, მართალია, ნომინანტთა უმეტესობა ამერიკელია და შედარებით მარტივად შეძლებს ლოს-ანჯელესში გამართულ ცერემონიაზე დასწრებას, თუმცა, მაგალითად, საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ნომინაციის კანდიდატებისთვის ამის მოხერხება მთელ რიგ ხარჯებთან, ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან და მათი ქვეყნის გადაადგილებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებთანაა პირდაპირ დაკავშირებული.
ოსკარი 2021-ის ნომინანტები დასახელდნენ — სრული სია
სავარაუდოდ, სწორედ ამ კრიტიკის გათვალისწინების შემდეგ, ცოტა ხნის წინ ორგანიზატორებმა სპეციალური შეხვედრა გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ ლოს-ანჯელესთან ერთად კიდევ სხვა ადგილებიდან შეეძლებათ მონაწილეებს დასწრება — დაჯილდოება დოლბის თეატრთან ერთად პარალელურად სხვა ადგილებშიც გაიმართება.
"ლონდონი უკვე 100%-ით დადასტურებულია და სხვა ქვეყნებზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს", — აღნიშნეს მათ.
ყველა მონაწილეს, რომელიც ლოს-ანჯელესში გამართულ შოუს დაესწრება, წინასწარი შემოწმების გავლა მოუწევს: გაითვალისწინებენ იმას, თუ რომელი ქვეყნიდნა მოდის (გადაღებების ან სხვა მიზეზის გამო), ვაქცინა აქვს თუ არ გაკეთებული და ა.შ. წინასწარ მათ კორონავირუსის ტესტიც გაუკეთდებათ, რასაც თვითონ კინოაკადემია უზრუნველყოფს.
ჯერჯერობით უცნობია, ნომინანტებს დაჯილდოებაზე პირბადით ყოფნა მოუწევთ თუ არა.
შეიცვალა ტრადიციული წითელი ხალიჩის წესიც: მხოლოდ ოც ადამიანს შეეძლება ფოტოკამერების წინ გავლა, რომლებიც ასევე მოკრძალებული რაოდენობის იქნება — მარტო ოთხი ფოტოგრაფი მიიღებს აკრედიტაციას.
ოსკარების დაჯილდოება, როგორც წესი, თებერვლის ბოლოს იმართება ხოლმე, თუმცა წელს პანდემიის გამო ეს თარიღიც შეიცვალა და 25 აპრილამდე გადაიწია.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
კომენტარები