საქართველოს ლატარიის კომპანიის გამარჯვებული და ჯეკპოტის მფლობელი, თინათინ გიორგობიანი გეგმავს, რომ მოგებული თანხიდან თავის რამდენიმე სტუდენტს მაგისტრატურაზე სწავლას დაუფინანსებს. ამის შესახებ, მან ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში განაცხადა:

"იყო რამდენიმე მაგისტრანტი, რომელიც დილიდან საღამომდე მუშაობდა და ეს ლექციები საღამოს ჰქონდათ ხოლმე, ამიტომ მათთვის ეს ძალიან დამქანცველი იყო".

თინათინ გიორგობიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე. მან 31 იანვარს „ლოტო 6/36“-ის 735-ე გათამაშებაში 1 380 345 ლარი მოიგო, რომელიც გუშინ, სასტუმრო თბილისი მერიოტში საზეიმოდ გადაეცა.