ამერიკულ ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით და გერმანულ Jacobs University-სა და ფრანგულ Université Catholique de l'Ouest (UCO)-თან თანამშრომლობით 2021 წლის 24 აპრილს, 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც 27 უნივერსიტეტს 14 ქვეყნიდან უმასპინძლებს.

ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.

განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: Leafonlinefair.com

American University in Bulgaria (AUBG) გახლავთ კერძო უნივერსიტეტი ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში. უნივერსიტეტი დაარსდა 1991 წელს და დღესდღეობით მასში წლიურად 40-ზე მეტი ქვეყნიდან 1 000 სტუდენტი სწავლობს. სტუდენტთა 50% უცხოელია.

ფოტო: ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი

AUBG არის პირველი ამერიკული სტილის, ინგლისურენოვანი, ლიბერალ ართს (თავისუფალი მეცნიერებები) უნივერსიტეტი აღმოსავლეთ ევროპაში. უნივერსიტეტი დაარსდა ამერიკისა და ბულგარეთის სახელმწიფოების, ფონდ ღია საზოგადოებისა და მეინის უნივერსიტეტის (აშშ) თანამშრომლობის შედეგად.

ბაკალავრიატის დონეზე უნივერსიტეტში ისწავლება 13 ძირითადი სპეციალობა, ანუ მეიჯორი და 20 დამატებითი სპეციალობა — მაინორი.

საბაკალავრო პროგრამის ძირითადი სპეციალობის ფაკულტეტებია:

  • ბიზნესის ადმინისტრირება;
  • კომპიუტერული მეცნიერებები;
  • ეკონომიკა;
  • ევროპული სწავლა;
  • ისტორია და ცივილიზაცია;
  • საინფორმაციო სისტემები;
  • ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაციები;
  • ლიტერატურა (მეორადი მეიჯორი);
  • მათემატიკა;
  • პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები;
  • ფიზიკა (მეორადი მეიჯორი);
  • ფსიქოლოგია (მეორადი მეიჯორი);
  • სტუდენტის მიერ შექმნილი მეიჯორი (მეორადი მეიჯორი)

მეორადი მეიჯორები არის აკრედიტირებული ამერიკაში და მათი დამთავრებისას მხოლოდ ამერიკული დიპლომი გაიცემა.

მაგისტრატურის დონეზე AUBG-ს აქვს Executive MBA პროგრამა, რომელიც აკრედიტირებულია აშშ-სა და ბულგარეთში და შექმნილია დასაქმებული პროფესიონალებისთვის შესაბამისი მოქნილი გრაფიკით. პროგრამა კონცენტრირებულია კონკრეტული ბიზნეს ქეისების განხილვასა და უახლესი მეთოდოლოგიების სწავლებაზე.

უნივერსიტეტში ბაკალვრიატზე სწავლის საფასური, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ხარჯების გარეშე არის $12 450 წელიწადში. სწავლის საფასური ერთი და იგივეა ნებისმიერი ქვეყნის სტუდენტებისათვის და ყველა მათგანს შეუძლია სწავლის თანადაფინანსება საგრანტო და სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში მოიპოვოს.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 24 აპრილს, 12 საათიდან 17 საათამდე. დაინტერესების შემთხვევაში, ეწვიეთ ვებგვერდს: Leafonlinefair.com