ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, თუ მივყვებით ქართული ოცნების დეპუტატის, კახა კახიშვილის ლოგიკას, შეიძლება მოვითხოვოთ, კანონმა დაარეგულიროს ვინ არის კალატოზი, ან თერძი.

"ვინ არის ჟურნალისტი, შეკითხვა თუ ლეგიტიმურია, ვინ არის, მაშინ, კალატოზი? ვინ არის, მაგალითად, თერძი? ყველაფერს თუ რეგულაცია სჭირდება, მივყვებით მაშინ რეგულაციას.

ეგრე არის, როდესაც შენ შეგეხება, შეიძლება თვლიდე, რომ უსამართლოდ, მე არ ვიცი რამ აღაშფოთა ასე ბატონი კახიშვილი, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც კი შენ შეგეხება, იმ წამსვე იწყებ რეგულაციებს, მოხრჩობას. ხომ ფაქტია, რომ მის წარმოდგენაში რეგულაცია არის მოხრჩობა", — განაცხადა გიგი უგულავამ ფორმულას ეთერში.

დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ "ყველაფერს სჭირდება რეგულაცია", მათ შორის იმას, ვინ არის ჟურნალისტი.