ფილმებსა და სერიალებში განსხვავებული და სახასიათო პერსონაჟების განსახიერებასა და მაყურებლებისთვის თავის შეყვარებას განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მსახიობი გარდასახვის ნიჭს არ სჯერდება და თავისუფალ დროს ხელში ფუნჯსა თუ ფანქრებსაც იღებს.

წარმოგიდგენთ 5 ცნობილ მსახიობს, რომელიც მხატვრის კარიერაზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს:

1. ენტონი ჰოპკინსი

ფოტო: Tara Arroyave

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი ენტონი ჰოპკინსი, რომელიც საკულტო როლების გარდა, ინსტაგრამზე აქტიურობითა და პიანინოზე დაკვრითაც ხშირად გვაოცებს, შესანიშნავი მხატვარიცაა. აღსანიშნავია, რომ მსახიობის ნახატების შეძენა მისი ვებ-საიტიდან შეგიძლიათ.

2. სილვესტერ სტალონე

ფოტო: Stalloneartwork / Instagram

სილვესტერ სტალონეს გამორჩეული პერსონაჟის, როკი ბალბოას გავლენა მსახიობის ნახატებსაც კარგად ეტყობა. ამ თემაზე მსახიობს ბევრი ნამუშევარი აქვს შექმნილი, რომელთა დათვალიერებაც მის ვებ-საიტზე შეგიძლიათ.

3. ჯიმ კერი

ფოტო: Vulture

როგორც აღმოჩნდა, ჯიმ კერის კომედიურ ფილმებში დასამახსოვრებელი პერსონაჟების შექმნის გარდა, ხატვა, განსაკუთრებით კი — კარიკატურების შექმნაც მშვენივრად გამოსდის. მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი პოლიტიკას ეხება, სადაც მსახიობის დონალდ ტრამპისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აშკარად ჩანს.

4. პირს ბროსნანი

ფოტო: Pierce Brosnan / Instagram

საკულტო ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი პირს ბროსნანი გულშემატკივრებს ახალ-ახალი ნახატებითაც ხშირად აოცებს.

5. ლუსი ლუ

ფოტო: lucyliu / Instagram

ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ჩარლის ანგელოზების, ტარანტინოს Kill Bill-ისა და სერიალის Why Women Kill ვარსკვლავი ლუსი ლუ მსახიობთან ერთად, შესანიშნავი მხატვარიცაა.