ცნობილი იყო, რომ PayPal კრიპტოვალუტების მხარდაჭერას გეგმავდა. ახლა კი ონლაინ გადახდების აპლიკაციამ აშშ-ის მომხმარებლებისთვის კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობა გააჩინა. ფუნქცია Checkout with Crypto აშშ-ში გუშინ გამოჩნდა.

გასული წლის ნოემბერში PayPal-მა აშშ-ში, საკუთარ პლატფორმაზე, კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვა გახადა შესაძლებელი. ახლა კი, ფუნქციით Checkout with Crypto, აპლიკაციაში, ტრანზაქციის საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი Bitcoin, Ethereum, Litecoin, ან Bitcoin Cash-ის აშშ დოლარში (ან სხვა ვალუტაში) კონვერტირება და გადახდების შესრულება.

ეს ფუნქცია PayPal საფულეში ავტომატურად გამოჩნდება, შედეგად, თითოეულ ვალუტაში, მათ შორის, კრიპტოვალუტაში არსებული ანგარიშის ნახვა და მართვა აპლიკაციიდანვე იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ PayPal პირველი გადახდის მეთოდი არაა, რომელიც კრიპტოვალუტებს უჭერს მხარს. 2018 წელს, მისმა კონკურენტმა Square დაუჭირა მხარი ბიტკიონს. თუმცა, PayPal-ის ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კრიპტოვალუტების გადახდებში გამოყენებას. გასულ კვირას, Investor Day-ზე PayPal-მა განაცხადა, რომ 377 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.