ახალგორელმა აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა შიმშილობა დაიწყო
ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა ჯანდაცვის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ის უწყებისგან ითხოვს, მიიღოს ინფორმაცია, რას ხმარდება თანხა, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან ახალგორის საავადმყოფოს ანგარიშზე ირიცხება. მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაციის მიღებას სამი თვის განმავლობაში ყველა არსებული საშუალებით ცდილობდა. On.ge-სთან ის ამბობს, რომ შიმშილობის გადაწყვეტილების მიღების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას პირადად აცნობა.
"წერილები გავუგზავნე ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს, ქონების მართვის სააგენტოს, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. მათგან მიღებული პასუხები იყო ასეთი: — "მიმართე საავადმყოფოს ადგილზე", რომ ისინი ტერიტორიას ვერ აკონტროლებენ და შესაბამისად, შემოწმების საშუალება არ აქვთ.
საავადმყოფოს ხელმძღვანელობა კონტაქტზე საერთოდ არ გამოსულა. ხელისუფლების მხრიდან ასეთმა დამოკიდებულებამ გამიმყარა ეჭვები, რომ მათ მიერ გამოყოფილი თანხები თბილისშივე რჩება და არ გვხმარდება ჩვენ, ვინც აქ ვართ დარჩენილი", — აცხადებს მეარაყიშვილი.
ის, ასევე, აღნიშნავს, რომ ნებისმიერ სამედიცინო მომსახურებაში, რითაც კი აქ უსარგებლია, ხარჯების დაფარვა თავად უწევს.
"ანალიზები, მედიკამენტები, ექიმის მომსახურება, ან რასაც ვიღებთ უფასოდ ეს ყველაფერი მოდის ცხინვალიდან. მაინტერესებს, აბა რას ხმარდება ქართული დაფინანსება? საავადმყოფოს შემოწმება არ წარმოადგენს სირთულეს, მისი ხელმძღვანელობა ცხოვრობს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ნებისმიერი ფინანსური ანგარიშსწორება ქართული ბანკების საშუალებით ხორციელდება.
კრიტიკა არ არის ჩემი მიზანი, ჩემი მიზანია გამოსწორდეს სიტუაცია და ადგილზე ვისარგებლოთ იმ შეღავათებით, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაფინანსება გამოყოფილია. აქედან გამომდინარე, სხვა გზას არ მიტოვებს ხელისუფლება გარდა შიმშილობის გამოცხადებისა მხოლოდ იმისათვის, რომ მივიღო საჯარო ინფორმაცია. თავისუფალი გადაადგილებით მეოთხე წელია ვერ ვსარგებლობ, რომ სასამართლოს მივმართო, ამიტომ ვითხოვ, მომცეთ ინფორმაცია — 2019 წლის პირველი სექტემბრიდან დღემდე რას ხმარდება თანხა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ჩვენი ჯანდაცვისათვის გამოყოფს? ასევე, რა სამედიცინო დახმარებით შემიძლია ვისარგებლო ადგილზე?", — მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს თამარ მეარაყიშვილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით On.ge ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
თამარ მეარაყიშვილი ახალგორელი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტია. მე-4 წელია მას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორების საფუძველზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამო, გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული აქვს. ახალგორის ჩაკეტვის შემდეგ, მის მონახულებას ოჯახის წევრებიც ვეღარ ახერხებენ.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები