ისტორიაში პირველად, ადამიანი რომელსაც სახლ-კარი არ გააჩნდა, 3D დაბეჭდილ სახლში გადავიდა და ახლა აქ კომფორტულად ცხოვრობს.

70 წლის ტიმ შეა წლების მანძილზე უსახლკარო იყო, რამდენიმე თვის წინ კი იგი საცხოვრებლად 3D პრინტერით დაბეჭდილ სახლში გადავიდა, რომელიც, Green Matters-ის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაცია New Story-მ და სამშენებლო ტექნოლოგიურმა კომპანია ICON-მა სექტემბერში დაბეჭდეს.

ეს წინგადადგმული დიდი ნაბიჯია 3D დაბეჭდილი სახლების ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით, რომელსაც ამდენ ხანს გვპირდებოდნენ. შეიძლება ითქვას, რომ 3D დაბეჭდილი სახლი ახალი საშუალებაა უსახლკარობასთან ბრძოლისთვის.

ტიმ შეა

ტიმ შეა

ფოტო: nypost.com

შეა ამბობს, რომ დაბეჭდილ სახლში გადასვლის შემდეგ, მისი ცხოვრება სრულებით შეიცვალა.

"როდესაც აღმოვაჩინე, რომ პირველი ამერიკელი ვიქნებოდი, რომელიც 3D დაბეჭდილ სახლში იცხოვრება, ძალიან გამიხარდა", — განუცხადა მან Ny Post-ს. "თუ ღობის ორივე მხარეს მდგარხართ, გეცოდინებათ, რომ ხანდახან ადამიანს სულ ცოტა გამხნევება და მხარდაჭერა სჭირდება".

გასულ წელს ICON-მა მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ასხამს ბეტონს 3D პრინტერი.

მთელი პროცესი დაახლოებით 48 საათს გრძელდება. Green Matters-ის მიხედვით, მშენებლობისთვის პრინტერი ნორმალურ სახლთან შედარებით 20-30% პირველად სამშენებლო მასალას იყენებს, ამიტომ, მომავალში ალბათ კიდევ ბევრ ასეთ სახლს ვიხილავთ.