პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ინფორმაცია, რომ მეგი ბაქრაძე მათ კლინიკაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო, სიცრუეა. ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

"მეგი შემოყვანილი იქნა კატასტროფის ბრიგადის მიერ, იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ჰემოდინამიკა იყო მკვეთრად არასტაბილური. ეს იმას ნიშნავს, რომ წნევის ამწევი პრეპარატების გარეშე, მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ვერ ინარჩუნებდა ჰემოდინამიკას.

ასევე, გასინჯული იყო შემოყვანიდან რამდენიმე წუთში და დაფიქსირდა, რომ პაციენტთან იყო ჰემოდნიკამიკის მკვეთრი მოშლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის იყო გარდაცვლილი. ვინაიდან, სიკვდილი დგება, როცა გული ჩერდება. ჩვენს კლინიკაში შემოყვანიასა პაციენტს ჰქონდა გულის ცემა.

შემოსვლისას მდგომარეობა იყო კრიტიკული, შეუქცევადი. ეს იყო გამოწვეული ე.წ. პოსტრეანიმაციული დაავადებით, მყარი ვაზოპლეგიით და ამ შეუქცევამდა პროცესმა რამდენიმე საათში გამოიწვია გულის გაჩერება და ბიოლოგიური სიკვიდილი", — თქვა მან.

ამასთან, რატინის თქმით, ბაქრაძეს ჩაუტარეს PCR ტესტი, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ მას მიმდინარე კორონავირუსი არ ჰქონდა.

27 წლის ახალციხელი ექთანი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, 19 მარტს გარდაიცვალა.

18 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალციხეში ექთანი AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია ჰქონდა.

ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და NCDC-ის დირექტორმა აღნიშნეს, რომ, შესაძლოა, ეს იყოს ვაქცინის გვერდითი ეფექტი, თუმცა ამის დასადგენად მიმდინარეობს კვლევა. ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში ექსპერტებმა AstraZeneca-ს ვაქცინის სამომავლო გამოყენებაზე იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ამ პრეპარატით აცრა არ შეჩერდება.

გაბუნიამ აღიშნა ისიც, რომ AstraZeneca-ს ვაქცინას მსგავს გვერდით რეაქცია აქვს უკვე დაფიქსირებული — ბრიტანეთის მონაცემებით, 5 მილიონი შემთხვევიდან 41 იყო მსგავსი ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია. მანვე აღნიშნა, რომ ვაქცინის რისკი მის სარგებელთან შედარებით ყოველთვის ნაკლებია.

ამავე თემაზე: