ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ლუდის დამზადება სულ უფრო მარტივდება. ახლა გემრიელი ლუდის ჩამოსხმა სახლის პირობებშიც შეგიძლიათ.

კომპანია MiniBrew სწორედ ასეთ ტექნოლოგიას გვთავაზობს. მისი გამოყენებით, მარტივად, სახლის პირობებში ხარისხიანი კრაფტ ლუდის დამზადება შეგიძლიათ. როგორც ტექნოლოგიის შემქმნელები ამბობენ, მათი ინოვაცია მსოფლიოში ერთადერთი ყოვლისმომცველი ლუდის აპარატია, რომლითაც უმაღლესი ხარისხის ლუდს ქარხნის პირობების გარეშე დაამზადებთ.

სახლის პირობებში ხარისხიანი ლუდის დამზადება მარტივი ნამდვილად არ არის. თუმცა, როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, MiniBrew-ს ლუდის აპარატი ამ ყველაფერს საგრძნობლად აადვილებს. ის მართლაც ძალიან პრაქტიკულია, მისი მოთავსება სამზარეულოშიც შეგიძლიათ და ზომაში ჩვეულებრივი ყავის აპარატზე ბევრად დიდი ნამდვილად არ არის.

ახლა კი მთავარი — დრო! უმაღლესი ხარისხის ლუდის მისაღებად მაქსიმუმ ორი კვირა გჭირდებათ. სპეციალური ინგრედიენტების გამოყენებით ათ დღეში 5 ლიტრი ლუდის დამზადება შეგეძლებათ. მნიშვნელოვანია, რომ ასე თავად აკონტროლებთ ლუდის შემადგენლობას. შესაბამისად, მავნე დანამატებისგან და პასტერიზაციისგან დაცული ხართ.

ლუდის ეს რაოდენობა შეიძლება ცოტად გეჩვენოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამ ყველაფერს მარტივად, სახლის პირობებში აკეთებთ. აპარატს ლუდის მზა ნაკრებიც მოჰყვება. მარაგის დასრულების შემთხვევაში კი ახალი მასალის შეკვეთა ყოველთვის შეგეძლებათ.

და ბოლოს, აპარატი ჭკვიანი მოწყობილობაა და თავისი IOS აპლიკაცია აქვს. ეს ნიშნავს, რომ სმარტფონით მისი კონტროლი და ლუდის დამზადების პროცესისთვის დაკვირვებაც შეგეძლებათ. აპლიკაციითვე შეგიძლიათ თქვენთვის საყვარელი ლუდი ინგრედიენტების შეკვეთა.

როგორც შემქმნელები ამბობენ, თუ თქვენ ლუდის მოყვარული ხართ, MiniBrew შეიძლება პირველი ნაბიჯი იყოს იმისკენ, რასაც ნამდვილი პროფესიონალი ლუდის მხარშავი ჰქვია.

რუბრიკის სპონსორია ტექნიკის მაღაზიათა ქსელი გრანდ ელექტრონიქსი. გრანდ ელექტრონიქსი SHARP-ის, TOSHIBA-ს, Mitsubishi Electric-ის, Midea-ს, Ardesto-ს, Warmhaus-ისა და სხვა პრემიუმ თუ დაბალბიუჯეტური ბრენდებით სახლის ტექნიკით აღჭურვასა და კომფორტის შექმნაში დაგეხმარებათ.

თქვენთვის სასურველი საოჯახო ტექნიკის ყიდვა შესაძლებელია გრანდ ელექტრონიქსის ხუთ ფილიალში: საბურთალოს სითი მოლის, ისთ ფოინთის, მეგალაინის სავაჭრო ცენტრებში და გლდანისა და ვარკეთილის ფილიალებში, აგრეთვე 24/7-ზე გრანდ ელექტრონიქსის ვებგვერდის საშუალებით.