საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედ ლომბარდებში 2020 წელს სესხი 307 პირს ჰქონდა, საიდანაც 99,9 პროცენტი ფიზიკური პირია. გარდა ამისა, მსესხებელთა 68 პროცენტი თბილისზე მოდის.

ფოტო: საქსტატი

2020 წლის განმავლობაში გაცემული სესხების მოცულობამ 322,8 მილიონი ლარი შეადგინა (მათ შორის 87,1 პროცენტი ეროვნულ, ხოლო 12,9 პროცენტი უცხოურ ვალუტაში). გაცემული სესხების 87,5 პროცენტი ფიზიკურ, ხოლო დარჩენილი 12,5 პროცენტი იურიდიულ პირებზე მოდის.