გომბორის უღელტეხილზე გზის სავალი ნაწილიდან მიკროავტობუსი გადავარდა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ მძიმედ არავინ დაშავებულა. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ვაზიანი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.