ხანდახან კარგი ამბები როცა ძალიან გვჭირდება, სწორედ მაშინ ხდება. ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანეთთან შეხვედრის პირველი ტაიმი გოლით და საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დაასრულა. დინამო არენაზე გამართული მატჩი ყატარი 2022-ის შესარჩევი ეტაპია, მოედანზეა ესპანეთის ნაკრების კაპიტანი სერხიო რამოსიც.

ესეც ქართული ფეისბუქის აღტაცებული რეაქციები ქართველი ფეხბურთელის გოლზე, რომელმაც 28 მარტი გამარჯვების დღედ აქცია. თუ საუკეთესო გამოხმაურებები ჩვენს სტატიაში არ შეგხვდათ, კომენტარებში გელით!

იქნებ ჯობს, ყველაფერი ასე დავტოვოთ?

ყველაზე უპრიანი იქნება ახლა ბურთი ავიღოთ და ვთქვათ: ბურთი ჩვენია და სახლში მივდივართ

Posted by Giorgi Javakhishvili on Sunday, March 28, 2021

ვაიმე! ძალიან აუცილებელია, რომ მეორე ტაიმში გამოვიდეთ?

Posted by Beqa Adamashvili on Sunday, March 28, 2021

თუ გოლით გახარებულმა ბავშვი არ გააღვიძე, რაა მამული!

გოოოლის ღრიალით ბავშვის პირველი ატირება - ჩექ❤️ ყველანი კარგად ვართ, გაიზრდება მაპატიებს🇬🇪

Posted by Misha Mshvildadze on Sunday, March 28, 2021

და ვისაც ჯერ არ ჰყავს, იმათ გასაგონად...

ვინც შვილს ხვიჩა არ დაარქვას?!

Posted by All The ShitThoughts on Sunday, March 28, 2021

დახე, ხო ლამაზია?

ნახე, შენი სახელი ამოვქარგე :))

Posted by Iana Kokhodze on Sunday, March 28, 2021

იმედია ევროპაც ხედავს იმას, რასაც ჩვენ

იმედია შესვენებაზევე იყიდა უკვე რომელიმე ევროპულმა გუნდმა

Posted by Dembo Lomidze on Sunday, March 28, 2021

და ევროპაში ყველაფერს ვგულისხმობთ

ვაიმე, ვაიმე 😍❤ იმედია ამ ყველაფერს დანიელსონი ხედავს !!! 🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪

Posted by ვანცენტ ხაბეიშვილი on Sunday, March 28, 2021

რამოსი ეუბნება ეხლა დანიელსონს, კომპრომისი იქნება ფრეო. ორივემ უნდა დათმოსო. საქართველო გაჩერდეს და ჩვენ ერთზე მეტს არ გავიტანთო.

Posted by Tamaz Akhobadze on Sunday, March 28, 2021

ვინ მესი? ვინ რონალდუ?

🥱🥱💅

Posted by Maxoo Mzareulishvili on Sunday, March 28, 2021

ყველაზე სწრაფი სწრაფებში

კვარაცხელია პირჯვარსაც ისე სწრაფად იწერს, მადლიც ვერ ეწევა 😁😁😁😍

Posted by სოსო გურგენიშვილი on Sunday, March 28, 2021

გააზიარეთ, სანამ ცხელია

კვარაცხელია ვა რა ცხელიააააა! 🚀🚀🚀

Posted by Irakli Gaprindashvili on Sunday, March 28, 2021

რადგანაც ეს ფრაზა უკვე ყველა სიტუაციას უხდება

❤️❤️❤️

Posted by Nodar Turashvili on Sunday, March 28, 2021

ამიერიდან მარტო მერწყულები ავიყვანოთ ნაკრებში

მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?

კომენდანტი დაიწყო თუ არა, გოლი გაგვიტანეს. აღართ ვარ მიჩვეული ცხრის მერე აქტიურობას.

Posted by Tamaz Akhobadze on Sunday, March 28, 2021