დინამო არენაზე ესპანეთის ნაკრების ვარჯიშისას დენი გაითიშა. როგორც On.ge-ს ფედერაციის პრესსამსახურში განუცხადეს, ელექტროენერგიის მიწოდება ვარჯიშის მიწურულს შეწყდა და ეს პრობლემა მალევე აღმოიფხვრა.

"ეს იყო ტექნიკური პრობლემა, რომელიც უკვე გამოსწორებულია. ვარჯიშის დასრულებისას გაითიშა, მოკლეხნიანი პრობლემა იყო, რომელიც გამოსწორდა ძალიან მალე და ტექნიკური თვალსაზრისით ყველაფერი აღდგენილია", — აცხადებენ ფეხბურთის ფედერაციაში.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებს შორის მატჩი თამაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში 28 მარტს ტარდება.