რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის საერთო განცხადებას არ უერთდებიან, რადგან არ თვლიან მართდებულად მედიატორის ჩამოსვლის წინ ამ ტიპის წინაპირობების დაყენებას. ამის შესახებ მან On.ge-სთან საუბარში განაცხადა.

"ამ განცხადებას ჩვენ არ შევუერთდით, რადგან არ ვთვლით, რომ მომლაპარაკებლის ან მედიატორის ჩამოსვლის წინ ამ ტიპის წინაპირობების დაყენება სწორი იყოს მოლაპარაკებების პროცესისთვის. ჩვენ ველოდებით მედიატორს, რომელიც უკვე უახლოეს დღეებში განაახლებს მოლაპარაკებებს და მოლაპარაკებების პროცესში დავაფიქსირებთ პოზიციებს და არ ვფიქრობთ, რომ სწორია მის ჩამოსვლამდე წინაპირობებით საჯარო განცხადებებით მიმართვა მის მიმართ", — განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ დღევანდელ მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ვართ არიან, შევიდნენ დღევანდელ პარლამენტში. ამის მისაღწევად კი რამდენიმე პუნქტს ასახელებენ.