როგორ მოვუაროთ ტექნიკას
იმისათვის, რომ საოჯახო ტექნიკა ერთგულად გვემსახუროს, აუცილებელია მათი საგულდაგულო და პერიოდული მოვლა. მწარმოებელი კომპანიები აუცილებლად ურთავენ რეკომენდაციებსაც, თუ როგორ უნდა გავწმინდოთ ისინი. თუმცა არის მეთოდები, რომლებიც უნივერსალურია თითქმის ყველა ბრენდითვის.
სარეცხი მანქანა
დავიწყოთ სარეცხი მანქანის მოვლით: სასურველია, რომ ფხვნილის ჩასაყრელი განყოფილება ორ კვირაში ერთხელ მაინც გამოვიღოთ და გავრეცხოთ (გააჩნია რეცხვის სიხშირეს). გარდა ამისა, სარეცხი აუცილებლად რეცხვის დასრულებისთანავე უნდა გამოვიღოთ, რადგან მძიმე და სველ ქსოვილს შეუძლია ბორბალი დააზიანოს. ასევე, რეცხვის დასრულების შემდეგ ჯობს, კარი ღია დავტოვოთ და ბორბალს გაშრობა დავაცადოთ. რაღა თქმა უნდა, ტანსაცმლის ჯიბეები რეცხვამდე კარგად უნდა შემოწმდეს. დააკვირდით სარეცხ საშუალებას: ხელით რეცხვისთვის განკუთვნილ ფხვნილებს ძლიერი ქაფი აქვს, რამაც შეიძლება მოწყობილობა დააზიანოს.
გაზქურის ღუმელი
გაზქურის ღუმელის ყველაზე პოპულარული მეთოდი ორთქლით წმენდაა. ცეცხლგამძლე ჭურჭელში ვასხამთ 100-200 მლ წყალს, ვდებთ გაზქურაში 20 წუთის განმავლობაში და 10 120 გრადუსზე ვადუღებთ. ორთქლი ღუმელში არსებულ ცხიმს დაალბობს და გააიოლებს მის წმენდას.
გამწოვი
მიუხედავად იმისა, ხმარობთ თუ არ ხმარობთ, გამწოვის ზედაპირი ყოველთვის ჭუჭყიანდება დროთა განმავლობაში, ჩამჯდარი ცხიმის მოშორება კი საკმაოდ რთული ამოცანაა. საჭიროა ფილტრი თვეში ორჯერ მაინც მოვხსნათ და 30 წუთით საპნიან თბილ წყალში მოვათავსოთ, შემდეგ კი გავწმინდოთ.
მიკროტალღური ღუმელი
მინის ჯამში (არ გამოიყენოთ მეტალის ჭურჭელი) ჩაასხით წყალი, დაამატეთ ლიმონი ან ლიმონის მჟავა, მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში, გაააქტიურეთ რეჟიმი მიკროტალღური ღუმელი და დატოვეთ 10 წუთით მაქსიმალურ ტემპერატურაზე. როდესაც ღუმელი შეასრულებს ციკლს, გამოიღეთ ჭურჭელი და ზედაპირი სველი რბილი ქსოვილით გაწმინდეთ. ასეთი მანიპულაცია თქვენს ღუმელს პირვანდელ სახეს დაუბრუნებს.
მაცივარი
დასუფთავებამდე გამოვალაგოთ საკვები და გამოვრთოთ დენის წყაროდან. თუმცა თანამედროვე მაცივრების უმეტესობას აქვს ავტომატური ლღობის რეჟიმი. შემდეგ კი გაწმინდეთ ხელით. მოხსნად ნაწილებს ცალკე ვრეცხავთ სარეცხი საშუალებით და თბილი წყლით, მაცივარში კი გამშრალ მდგომარეობაში ვაბრუნებთ. საერთოდ კი, ჯობს, რომ პროდუქტები ცალკე კონტეინერებში ჰერმეტულად შევინახოთ, გაფუჭებული პროდუქტები კი დროულად გადავყაროთ.
ბლენდერი და სამზარეულო კომბაინი
ამ ორი ტექნიკის მოვლა განსაკუთრებით მარტივია. ამისათვის საკმარისია, ჯამში ჩავასხათ წყალი, ჩავაწვეთოთ სარეცხი საშუალება და ჩავრთოთ ბლენდერი ან კომბაინი. ამის შემდეგ გამორთეთ, გაავლეთ თითოეული ნაწილი და კარგად გააშრეთ.
ამ და სხვა რჩევებს ტექნიკის მაღაზიათა ქსელის, გრანდ ელექტრონიქსის, ხუთივე ფილიალში ექსპერტ-კონსულტანტები სიამოვნებით გაგიზიარებენ. მით უმეტეს, რომ მარტის ბოლომდე ტექნიკის სხვადასხვა სახეობასა და ბრენდზე საგაზაფხულო ფასები მოქმედებს. ტექნიკის შეძენა ასევე 24/7-ზე ვებგვერდზეც შეგიძლიათ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები