აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი TV პირველთან ინტერვიუში ამბობს, რომ თუ ქართულ ოცნებას სურს ოპოზიციასთან შეთანხმება, უნდა გათავისუფლეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია.

"მე ვიტყოდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც შეიძლება, მათ შორის, პირადი გზებით, თუმცა საჯაროდაც, მიიღოს [საქართველოს] ხელისუფლებამ აშშ-ს სახელმწიფო ადმინისტრაციისგან, არის ის, რომ თუ მთავრობას სერიოზული პოზიცია აქვს ოპოზიციასთან რაიმე შეთანხმებასთან დაკავშირებით, უნდა გაათავისუფლოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი. როგორ შეიძლება შედგეს შეთანხმება, როცა ციხეშია ძირითადი პოლიტიკური პარტიის ლიდერი?", — განაცხადა იან კელიმ.

ყოფილი ელჩის შეფასებით, მელიას გათავისუფლება არა კომპრომისი, არამედ მოლაპარაკებისთვის შესაძლებლობის შექმნაა.

"მე არ დავარქმევდი ნიკა მელიას გათავისუფლებას კომპრომისულ ნაბიჯს. ვიტყოდი, რომ ეს არის შესაძლებლობის შემქმნელი ნაბიჯი. ნაბიჯი, რომელიც შესაძლებელს გახდის ეფექტიან მოლაპარაკებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის", — განაცხადა კელიმ.

იან კელი იყო აშშ-ს ელჩი საქართველოში 2015-2018 წლებში.

გაიგეთ მეტი: