თუ ჰარლი ქუინის დაუჯერებელი თავგადასავლები მოგენატრათ, ლოდინი დიდხანს აღარ მოგიწევთ.

DC-ის კინოსამყაროს ერთგულმა მაყურებლებმა კარგად იციან, რომ კინოსტუდია The Suicide Squad-ის გადაღებაზე მუშაობდა, რომელიც 2016 წელს გამოსული Suicide Squad-ის სიქველი იქნება.

სულ ახლახან, 26 მარტს ფილმის პირველი ოფიციალური ტრეილერიც გამოქვეყნდა და პრემიერამდე პირველადი სერიოზული შთაბეჭდილების შექმნაც უკვე შეგვიძლია:

ახალი ფილმი ჯეიმს განმა გადაიღო, რომელსაც აქამდე მაყურებელი ყველაზე კარგად Guardians of the Galaxy-ის (გალაქტიკის მცველები) ფილმებით იცნობს.

ჯეიმს განმა ახალ ფილმში პირველი თვითმკვლელთა რაზმიდან რამდენიმე ნაცნობი სახე დააბრუნა: მარგო რობი თუ ვაიოლა დევისი და ამავდროულად კი ახალი მსახიობებიც შემატა — იდრის ელბა, ჯონ სენა, პიტ დევიდსონი და სხვები.

The Suicide Squad-ში არ გამოჩნდება ჯარედ ლეტო, რომლის მიერ მანამდე შესრულებულმა ჯოკერმა ბევრისგან კრიტიკა დაიმსახურა. თუმცა მსახიობს მალე მარველის სამყაროს ნაწილად ვიხილავთ: წელს ეკრანებზე ფილმი Morbius გამოვა, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს.

ახალი თვითმკვლელთა რაზმის პრემიერა 6 აგვისტოს შედგება.