პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში უფრო მომზადებული დაბრუნდება. ელისაშვილი ამბობს, რომ შვედ დიპლომატს ახლა უკვე ეცოდინება რომ "ქართველი პოლიტიკოსი განსაკუთრებული ტიპის ადამიანია" და ჯიუტი ხასიათი აქვს.

"წარმოდგენა არა მაქვს რა წინადადებით ჩამოვა ბატონი დანიელსონი. ერთი ფაქტი არის, რომ ჩვენ ჯიუტ ხასიათთან დაკავშირებით უფრო მომზადებული იქნება და ეცოდინება, რომ ქართველი პოლიტიკოსი განსაკუთრებული ტიპის ადამიანია — თუ რამეს აიჩემებს, ცდილობს, რომ ფეხი არ მოუცვალოს და კომპრომისი ცოტა ისეთ რამედ აღიქმება ქართველი პოლიტიკოსისთვის", — განაცხადა ელისაშვილმა TV პირველის ეთერში.

ელისაშვილს უჭირს თქმა "რა გამოვა ამ საქმიდან", მაგრა, ამბობს, რომ ქვეყანას ჭირდება შეთანხმება.

"რა გამოვა მაგ საქმისგან არ ვიცი. ვიცი, რა უნდა გამოვიდეს — მე ვიცი, რომ ამ ქვეყანას სჭრდება, რომ შეთანხმება შედგეს, კრიზისი დასრულდეს, ოპოზიცია იყოს პარლამენტში და ხალხის რეალურ პრობლემებზე ვლაპარაკობდეთ", — განაცხადა ელისაშვილმა.

შვედ დიპლომატი, რომელიც ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიატორია, ქვეყანაში 27 ან 28 მარტს ჩამოვა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისს ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა უკვე ზუსტად ვიცით, რომ ორშაბათიდან, 29 მარტიდან დანიელსონი პარტიებთან შეხვედრებს გააგრძელებს.

კრისტიან დანიელსონი, თითქმის ერთკვირიანი მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, 19 მარტს გაემგზავრა ბრიუსელში. 22 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ტვიტერზე დაწერა, რომ მედიაციის გასაგრძელებლად დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება.