ატელიე პირველი თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ელექტრონულ კომერციაზე გადავიდა
ბიზნესის მომავალი რომ უახლეს ტექნოლოგიებზე გადის, ამაში ატელიე პირველის დამფუძნებლები პანდემიისგან შექმნილმა გამოწვევებმა კიდევ უფრო დაარწმუნა. გამართულმა, დახვეწილმა ონლაინ მაღაზიამ მანამდე წარმატებული ბრენდის გაყიდვები და მომხმარებელი კიდევ უფრო გაზარდა, ატელიეს მიერ ხარისხიანი, მრავალფეროვანი ქსოვილებისგან შექმნილი სხვადასხვა სტილის ქალის სამოსი კი კიდევ უფრო პოპულარული გახადა.
"ონლაინ მაღაზია შევქმენით პანდემიის პერიოდში, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, b2c-ის პლატფორმაზე, რომელმაც დაგვიფინანსა ფოტოსესია, გაგვიკეთა cashback-ის აქცია, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი პროდუქციის VISA ბარათით ყიდვის შემთხვევაში, მომხმარებელს ფასის 25%-ს თიბისი უკან უბრუნებდა cashback-ის სახით. ამ აქციით მოვიზიდეთ უამრავი ადამიანი. ამის შემდეგ მოიმატა გაყიდვებმაც და მოვახერხეთ პანდემიის გამო შეჩერებული რალიზაციის პროცესის აღდგენაც", — ამბობს ატელიე პირველის დირექტორი, ანა შაიშმელაშვილი.
2017 წელს, 5 დასაქმებულით დაწყებული ბიზნესი, რომელმაც მუშაობა 2 საკერავი დანადგარით დაიწყო, დღეს საკუთარ საწარმოში დასაქმებულ 35 ადამიანს და 40 მანქანა-დანადგარს ითვლის.
კლასიკური, სპორტული თუ ქეჟუალ სტილის ტანსაცმელი, რომლის დიზაინსაც ატელიე პირველის დამფუძნებლები, მანოლა ჩოფლიანი და ანა შაიშმელაშვილი თავად ქმნიან, ტრენდულობისა და ხარისხის გარდა, მოსახლეობის ყველა სოციალური ფენისთვის ხელმისაწვდომი ფასებითაც გამოირჩევა. ეს ყველაფერი კი, გამართულ ონლაინ ვაჭრობასთან ერთად, ბიზნესის წარმატებას ყოველთვიურად ზრდის.
მომავალში ატელიე პირველი, კიდევ უფრო გაფართოებას და პროდუქციის საზღვარგარეთ გატანას გეგმავს. ამ გეგმის სისრულეში მოსაყვანად კი, დამფუძნებლები აუცილებლად იზრუნებენ ონლაინ ვაჭრობის სისტემის კიდევ უფრო დახვეწაზე, რადგანაც, მათი აზრით: "ონლაინ ვაჭრობა, სხვა ყველაფერთან ერთად, ავტომატიზაციის ძალიან კარგი საშუალებაა, რაც პროცესებს საგრძნობლად აჩქარებს. ყველაფრის გაკეთება ბევრად უფრო სწრაფად ხდება, დრო კი ძალიან მნიშვნელოვანია".
"თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შეთავაზება მოიცავს პლატფორმის შექმნას, რომლის საშუალებითაც ბიზნესებს შეუძლიათ მოკლე დროში მარტივად შექმნან ონლაინ მაღაზია, უფასოდ მიიღონ ფოტოგრაფის მომსახურება, რომელიც დაასურათებს ვებგვერდზე განსათავსებელ პროდუქციას, ვებგვერდში ჩააშენონ თიბისის ონლაინ გადახდის სისტემა, მიიღონ განვადების და მიტანის სერვისი", — აცხადებს ნათია ვაჭარაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.
პროექტი "შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია" თიბისის და VISA-ს ერთობლივი წამოწყებაა და ის ბიზნესებისთვის ელექტრონული კომერციის გამართვაში მხარდაჭერას მოიცავს.
-
გადახედვარუსთაველის გამზირი გადაიკეტა. ქალთა მარში ფოტოებში რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. ქალთა მარში ფოტოებში
-
გადახედვა"ჩვენ, Gen Z-ის დედებიც მაგრები ვართ!" — ფოტოებში: ქალთა მარში ბათუმში "ჩვენ, Gen Z-ის დედებიც მაგრები ვართ!" — ფოტოებში: ქალთა მარში ბათუმში
-
გადახედვასტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
კომენტარები