როგორ იწერენ ხმებსა თუ აუდიო ეფექტებს თამაშებისთვის? Halo Infinite-ის დეველოპერებმა სამუშაო პროცესის ამსახველი ვიდეო გაასაჯაროვეს, რომელშიც ჩანს თუ როგორ ლეწავენ ფორტეპიანოს სასურველი ხმოვანი ეფექტების მისაღებად. აუდიო პროდაქშენი საკმაოდ საინტერესო და შრომატევადი მიმართულებაა, მეტიც, ის ხანდახან მსხვერპლსაც მოითხოვს. ეს ვიდეო ამის კარგი დემონსტრირებაა.

343 Industries-ის გუნდი, რომელიც თამაშის უკან დგას, ინსტრუმენტს მრავალმხრივ მიუდგა. სასურველი აუდიო ეფექტების მისაღებად მათ ფორტეპიანოს სიმებზე ყინულებიც დაალაგეს. ხოლო ამ "პერფორმანსის" გზით მიღებული ხმების გაგებას Halo Infinite-იში მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეძლებთ, ანუ მაშინ, როცა თამაში გამოვა. გირჩევთ ამისთვის კარგი ყურსასმენებით მოამზადოთ.