PUBG Mobile უკვე მილიარდჯერ გადმოწერეს. ამის შესახებ მისი შემქმნელი კომპანია Tencent Games აცხადებს. აღსანიშნავია, რომ ამ მსოფლიო მონაცემში ჩინეთი არ შედის.

PUBG Mobile პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშია. იგი 2018 წელს გამოვიდა, ხოლო 2019 წელს უკვე ყველაზე მაღალშემოსავლიანი მობილური თამაში იყო.

აღსანიშნავია, რომ დეველოპერი კომპანია განაგრძობს თამაშის განახლებას. მაგალითად რუკებით. ცოტა ხნის წინ Tencent-მა ახალი სერია PUBG: New State წარადგინა, რომლის გამოსვლაც მიმდინარე წლის ბოლოსაა მოსალოდნელი. მის გადმოწერას შეძლებენ როგორც Android-ის, ასევე iOS-ის მომხმარებლები.