ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყანა კორონავირუსის ეპიდაფეთქების მესამე ტალღის საწყის ეტაპზეა.

"ჩვენ ახლა ვიმყოფებით უკვე იმ ფაზაში, როდესაც, შეიძლება დავარქვათ, რომ ეს არის გარკვეულწილად დასაწყისი მესამე ტალღის. მნიშვნელოვანი არის გატარდეს ერთობლივი ღონისძიებები, ვაქცინაციის პროცესის თანმიმდევრული გამართვა და ასევე, ჩვენი მოქალაქეების მოტივირება იმისათვის, რომ ვაქცინაციის პროცესი არის მნიშვნელოვანი", — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, აუცილებელია დავიცვათ არსებული რეგულაციები და რეკომენდაციები, მათ შორის, სოციალური დისტანცია და პირბადის ტარება.

ჯანდაცვის მინისტრმა ეს განცხადება აჭარაში ვიზიტისას გააკეთა. მან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ახალი ლაბორატორია და დიალეზის განყოფილება დაათვალიერა. გარდა ამისა, შეხვდა სამედიცინო სფეროს ადგილობრივ წარმომადგენლებს.

ტიკარაძემ რეგიონებში, სამედიცინო პერსონალთან ვაქცინაციაზე "ინტენსიურ გასაუბრებები" 22 მარტს დააანონსა. მეორე დღეს, იგი საჩხერის სამედიცინო ცენტრს ეწვია და AstraZeneca-ს ვაქცინა მანაც საჯაროდ გაიკეთა.

გაიგეთ მეტი: