10 ისტორიული ფაქტი, რომელიც იმდენად სასაცილოა, გამოგონილი გეგონება
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
როცა ისტორიაზე ვსაუბრობთ, განხილვის თემა ყოველთვის სერიოზულია ხოლმე: ბრძოლები, ომები, ადამიანების ბიოგრაფიები, საამაყო მიღწევები, ტრაგიკული ამბები და ასე დაუსრულებლად.
თუმცა ხშირად ისტორიის ფურცლებზე ისეთ ფაქტებსაც გადავაწყდებით, რომელთა დაჯერებაც იმ მარტივი მიზეზით შეიძლება გაგვიჭირდეს, რომ ზედმეტად კომიკურად ჟღერს.
სწორედ ასეთ ისტორიებს მოუყარეს თავი Reddit-ის მომხმარებლებმა და ახლა მათგან რამდენიმე შემთხვევაზე თქვენც გიამბობთ.
1. ახალ ზელანდიაში 2015-2016 წლებში ქვეყნის დროშის არჩევასთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართა და ერთ-ერთ ვერსიად ქვემოთ მოცემული დროშა იყო წარდგენილი, რომელზეც ენდემური ფრინველი კივი თვალებიდან ლაზერს უშვებს. ამ ვიზუალს ძირითადად კომიკოსები იყენებდნენ, თუმცა მან მოსახლეობაშიც საკმაო პოპულარობა მოიპოვა
2. პრუსიის მეფე ფრიდრიხ II დიდმა 1774 წლის შიმშილობისას ხალხს კარტოფილი უფასოდ დაურიგა, თუმცა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. ამის გამო მეფემ კარტოფილის ყანებში დაცვა დააყენა, რათა ეს ბოსტნეული ძვირფასი და ღირებული გამოჩენილიყო სხვების თვალში და მართლაც, ყანებიდან კარტოფილის მოპარვა ადამიანებმა თავად დაიწყეს. სხვათა შორის, ფრიდრიხ მეორეს "კარტოფილის მეფეც" შეარქვეს
3. მეორე მსოფლიო ომში რუსებმა ძაღლები გაწვრთნეს, რათა მტრების ტანკების ქვეშ ბომბებით შემძვრალიყვნენ და აეფეთქებინათ (კი, ძაღლებიც იღუპებოდნენ). მათ "ანტისატანკო ძაღლებს" უწოდებდნენ, თუმცა პრაქტიკაში ერთი დიდი ხარვეზი გამოჩნდა: რუსულ ტანკებზე გავლილი წვრთნების შემდეგ ბრძოლის ველზეც გერმანელების ნაცვლად საბჭოთა ტანკები ააფეთქეს ძაღლებმა
4. ჯეკ დენიელი (დიახ, Jack Daniel's-ის დამფუძნებელი) მაშინ დაიღუპა, როცა იმ სეიფის გახსნას ცდილობდა, სადაც ფულს ინახავდა: კოდი დაავიწყდა და გაბრაზებულმა სეიფზე ხელის მირტყმისას ინფექცია შეეჭრა
5. საფრანგეთის მეფე ლუი მესამე 882 წელს 17 წლის ასაკში იმის გამო დაიღუპა, რომ ცხენით ჯირითისას გოგოს მისდევდა და უცაბედად თავი კარის თაღს მიარტყა.
აღსანიშნავია, რომ ის ერთადერთი მეფე არ არის საფრანგეთის ისტორიაში, რომელიც ამ მიზეზით დაიღუპა: 1498 წელს ჩარლზ VIII-ც კარის თაღზე თავით შეჯახების გამო გარდაიცვალა
6. ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს, სალვადორსა და ჰონდურასს შორის 1969 წელს გამართული ფეხბურთის მატჩისას დაწყებული დაპირისპირება ომში გადაიზარდა: საომარი მოქმედებები ოთხ დღეს გაგრძელდა და ათასობით ადამიანი დაიღუპა
7. გადმოცემის თანახმად, ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსი ქრისიპი თავის ხუმრობაზე სიცილის დროს მოკვდა: როცა მან დაინახა, როგორ ჭამდა თავისი ვირი ლეღვის ფოთლებს, თქვა: "მიეცით ვირს სუფთა ღვინო, რათა ჩამოირეცხოს ლეღვი" და გაუჩერებელი ხარხარი აუტყდა
8. ადრე ადამიანებს სჯეროდათ, რომ ქალის სხეული მატარებლისთვის შესაფერისი არ იყო და თუ ქალი ამ ტრანსპორტით იმგზავრებდა, მისი საშვილოსნო გაფრინდებოდა
9. მეორე მსოფლიო ომის დროს არსებობდა რეალური გეგმა, რომ ჰიტლერის საკვებში ქალის ჰორმონი ესტროგენი შეეპარებინათ, რათა ის "ნაკლებად აგრესიული" გამხდარიყო
10. ამერიკელმა ექიმმა ჯონ ჰარვი კელოგმა პირველმა გამოიგონა საუზმის ცნობილი სახეობა სიმინდის ფანტელები და საზოგადოებას ის წარუდგინა, როგორც მოზარდ ბიჭებში მასტურბაციის საწინააღმდეგო საშუალება. კელოგი მთელი ცხოვრება სხვადასხვა გზით ცდილობდა მასტურბაციის "მავნე ჩვევასთან" ბრძოლას და მათ შორის ერთ-ერთ საშუალებად სიმიდის ფანტელების ჭამა მიაჩნდა
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაარა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი არა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი
-
გადახედვა3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია 3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია
კომენტარები