თიბისი დაზღვევა 2019 წლიდან აქტიურად ჩაერთო აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში. კომპანიამ ორი წლის განმავლობაში ფერმერებს ჯამურად 3 მილიონ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა.

აგროდაზღვევა ფერმერებს იმ გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან იცავს, რაც სტიქიური მოვლენების შედეგად მოსავლის შესაძლო განადგურებას შეიძლება მოჰყვეს.

ფერმერების ცხოვრების გასამარტივებლად, აგროდაზღვევა შემდეგ გათვალისწინებულ რისკებს ფარავს:

  • სეტყვა
  • წყალდიდობა
  • ქარიშხალი
  • საშემოდგომო ყინვა

თიბისი დაზღვევის დახმარებით მარტივად არის შესაძლებელი შემდეგი კულტურების დაზღვევა:

  • მარცვლეული
  • პარკოსანი
  • ბოსტნეული
  • ბაღჩეული
  • ხეხილი
  • კაკლოვანი
  • ვაზი

აგროდაზღვევის შეძენა შესაძლებელია თიბისი ბანკის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონალურ ფილიალებში.

"აგროდაზღვევა ქართველი ფერმერების საქმიანობის განუყოფელ ნაწილად იქცა. სწორედ ამიტომ, კონკურენტული ბაზარიცა და პროდუქტზე მოთხოვნაც ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება. თიბისი დაზღვევის მიზანია ფერმერებს მაქსიმალური კომფორტი და სიმარტივე შევთავაზოთ როგორც დაზღვევის შეძენის, ისე მოხმარების (ანაზღაურების) დროსაც, ამით კი საბოლოოდ მათი ცხოვრების გამარტივებას მოვახერხებთ", — აცხადებს ოთარ ცხვიტარია, თიბისი დაზღვევის მცირე და საშუალო ბიზნესის ალტერნატიული გაყიდვების უფროსი.

აგროდაზღვევის პროგრამა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსებით ხორციელდება. ვაზის კულტურის შემთხვევაში, დაზღვევის ღირებულების 50%-ს სახელმწიფო ფარავს. ხოლო სხვა კულტურებისთვის თანადაფინანსება 70%-ია.

ფერმერს აგროდაზღვევის ღირებულების გადახდა ეტაპობრივად, სესხით სახითაც შეუძლია.

აგროდაზღვევის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ამუშავებს მიწას და მოჰყავს მოსავალი. სავალდებულოა მხოლოდ ის, რომ მიწა რეგისტრირებული იყოს საჯარო რეესტრში და დასაზღვევი ნაკვეთი არ აღემატებოდეს 5 ჰექტარს ან 30 ჰექტარს მარცვლეული კულტურის შემთხვევაში.

თუ მომხმარებელი ამ სახელმწიფო პროგრამის რაიმე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს შეუძლია სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშეც დაეზღვიოს. ამ შემთხვევაში, სადაზღვევო პრემიის 100%-ს ფერმერი გადაიხდის.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით თიბისი დაზღვევის ცხელ ხაზს: 032 2 42 22 22