აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე AstraZeneca-ს ვაქცინით საჯაროდ აიცრა
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზაალ მიქელაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში AstraZeneca-ს ვაქცინით საჯაროდ აიცრა. მიქელაძე პარლამენტის წევრად არჩევამდე აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი იყო.
როგორც მიქელაძე ამბობს, მას არც საექიმო აქტივობით დ არც ასაკით არ უწევდა ვაქცინა, თუმცა, აცრის გაკეთება სხვებისთვის მოტივაციის მისაცემად გადაწყვიტა.
"მე, წესით, არც ასაკით და არც სამედიცინო აქტივობით არ მეკუთვნოდა ამ იმუნიზაციაში, ამ ეტაპზე ჩართვა, მაგრამ, გადავწყვიტე, პირველ რიგში, ჩემი მოქალაქეების და განსაკუთრებით კოლეგებისათვის მოსაწოდებლად. იმიტომ, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეები სწორედ სამედიცინო პერსონალზე ყურადღების მიქცევით ახერხებენ გადაწყვეტილების მიღებას.
რაც მეტი ადამიანი მოახერხებს ჩართვას, რაც უფრო მაღალი მოცვა ექნება იმუნიზაციას, რა თქმა უნდა, ეს საშუალებას მისცემს ქვეყანას, რომ დაუბრუნდეს ჩვეულებრივი, სტანდარტული ცხოვრების რეჟიმს", — განაცხადა ზაალ მიქელაძემ აცრის გაკეთების შემდეგ.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძეც. მან ახალი ლაბორატორია და დიალეზის განყოფილება დაათვალიერა.
ტიკარაძემ რეგიონებში, სამედიცინო პერსონალთან ვაქცინაციაზე "ინტენსიურ გასაუბრებები" 22 მარტს დააანონსა. მეორე დღეს, იგი საჩხერის სამედიცინო ცენტრს ეწვია და AstraZeneca-ს ვაქცინა მანაც საჯაროდ გაიკეთა.
ვაქცინაციის დაწყების პირველივე დღეს აიცრნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე; ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია და ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე; აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე.
24 მარტს პირდაპირ ეთერში აიცრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლადო კახაძეც. უფრო ადრე, 18 მარტს, ასევე საჯაროდ გაიკეთა ვაქცინა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს, სწორედ AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. 25 მარტს ქვეყანაში უკვე Pfizer-ის ვაქცინაც შემოვიდა და ახლა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ასევე, 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა აქვთ.
გაიგეთ მეტი:
- 26 მარტის 14:00 საათის მონაცემებით, აცრილია 4152 პირი, დარეგისტრირდა 11273
- ვაქცინები კვლავაც საუკეთესო საშუალებაა რაც კოვიდთან საბრძოლველად გაგვაჩნია — აშშ-ის საელჩო
- ვაქცინაციისას მძიმე გართულებები, ექთნის ტრაგიკული შემთხვევის გარდა, არ ყოფილა — გამყრელიძე
- ვაქცინაზე საყოველთაო რეგისტრაცია აპრილში დაიწყება, ვაქცინაცია – მე-3, მე-4 კვარტალში
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები