2000-იანი წლების გამორჩეული პოპვარსკვლავი ბრიტნი სპირსი სასამართლოს საკუთარი მამისთვის, ჯეიმი სპირსისთვის მეურვეობის ჩამორთმევას სთხოვს. ამის შესახებ სასამართლოს მომღერლის ადვოკატმა მიმართა. ჯეიმი სპირსი შვილის პირად ცხოვრებასა და ფინანსებს 2008 წლიდან აკონტროლებს.

2019 წლიდან ბრიტნი სპირსის მეურვეობა ჯეიმი სპირსთან ერთად ჯოდი დროებით მონტგომერიმაც შეითავსა, თუმცა ბრიტნის მამა მომღერლის ცხოვრებას ჯერ კიდევ აკონტროლებს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მომღერლის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ჯოდი მონტგომერი ჯეიმი სპირსს ჩაანაცვლებს. აღსანიშნავია, რომ ბრიტნი სპირსის ადვოკატმა მანამდე სასამართლოს განუცხადა, რომ მომღერალს მამის ეშინია და სანამ ჯეიმი სპირსი მის ცხოვრებას განაგებს, პოპვარსკვლავი სცენაზე დაბრუნებას ვერ მოახერხებს.

ბრიტნი სპირსის შესახებ საზოგადოება აქტიურად კიდევ ერთხელ თებერვალში ალაპარაკდა. ამის მიზეზი კი მომღერლის ცხოვრების შესახებ The New York Times-ის დოკუმენტური ფილმი Framing Britney Spears გახდა. ფილმი ბრიტნი სპირსის ბავშვობაზე, მეურვეობის საკითხსა და მოძრაობა #FreeBritney-ზეც მოგვითხრობს. ფილმში, გარდა იმისა, რომ ნაჩვენებია, როგორ დამამცირებლად ექცეოდა მედია მენტალური პრობლემების მქონე პოპვარსკვლავს, ნაჩვენებია მამასთან ურთიერთობაც.

თებერვალში Page Six-ს ბრიტნი სპირსთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა, რომ ბრიტნის დოკუმენტური ფილმის ნახვის შემდეგ, იმედი აქვს რომ მალე მამამისისგან გათავისუფლდება.

მეურვეობის საქმეზე სასამართლოს მომდევნო მოსმენა აპრილში გაიმართება.

ამავე თემაზე: