ევროპული საბჭოს პრეზიდნეტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი სამუშაო პროცესს ორშაბათიდან, 29 მარტიდან დაიწყებს. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობაში On.ge-ს განუცხადეს, ის საქართველოში შაბათს ან კვირას ჩამოვა. ჯერ-ჯერობით, შეხვედრების ზუსტი დღის წესრიგი უცნობია.

22 მარტს შარლ მიშელმა განაცხადა, რომ დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდებოდა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისთვის, კომპრომისებზე წავსლის დროა. დანიელსონის ბოლო ვიზიტის დროს, 18 მარტს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. ბოლო შეხვედრა 10 საათი გრძელდებოდა.

დანიელსონი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.