ვებსაიტებისთვის სახელის მოფიქრება მარტივი სულაც არაა — ის ორიგინალურიც უნდა იყოს, ბრენდის იდენტობასაც ასახავდეს და მომხმარებლებსაც ადვილად დაამახსოვრდეს. ავტომობილების ინდუსტრიაში უამრავი ვებსაიტი იქმნება, თუმცა ერთეულები თუ გვამახსოვრდება, ისიც, სწორედაც რომ — ადვილი სახელის დამსახურებით.

მოუფიქრე ვებსაიტის გამორჩეული სახელი ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ახალ კომპანიას და მიიღე ამ კომპანიის 1% საჩუქრად. Caru-ს დამფუძნებელმა, ნიკა აბაშიძემ ამის შესახებ პოსტი ფეისბუკზე გამოაქვეყნა.

საჩუქრის მისაღებად Makidine.ge & Gamakidine.ge უნდა მოაქციოთ ერთი სახელის ქვეშ, საუკეთესო იდეის ავტორი კი ახალი კომპანიის მეწილე გახდება.

რაც მთავარია, რამდენიმე წესის გათვალისწინება არ უნდა დაგავიწყდეთ.

  1. დომეინი უნდა იყოს თავისუფალი;
  2. სასურველია, სახელი U-თი მთავრდებოდეს.

კომპანია, რომლის 1%-ის მფლობელიც გახდებით, ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის კონსულტაციისა და დახმარების სერვისია, რომელიც მომხმარებელს მოთხოვნების შესაბამისი მანქანის მოძებნაში და საუკეთესო პირობებით გაყიდვაშიც ეხმარება.

თქვენი იდეის დაფიქსირება ფეისბუკ პოსტის კომენტარებში შეგიძლიათ, ამისთვის აღნიშნულ ლინკს უნდა მიჰყვეთ.