19 წლის ფეხბურთელის, იორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობისა და სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანების ეპიზოდზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში On.ge-ს განუცხადეს, რომ ამინისტია სამივე პირს დაზარალებული მხარის თანხმობით შეეხო.

საქალაქო სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე პირველ ეპიზოდში ბრალდებულებს საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს პატიმრობა გირაოთი ჯერ კიდევ იანვარში შეუცვალა და ისინი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. სამ ბრალდებულს პროკურატურა ძალადობასა და ვახტანგ ჩიქოვანისთვის განზრახ მსუბუქი დაზიანებების მიყენებას ედავებოდა.