რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ადვოკატის, ოლგა მიხაილოვას თქმით, პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომაროება მკვეთრად გაუარესდა. მან პოლიტიკოსი ციხეში მოინახულა.

"ზურგში ძლიერი ტკივილები აწუხებს, ერთი ფეხი პრაქტიკულად არაფუნქციურია, ანუ მასზე დაყრდნობა არ შეუძლია. მარჯვენა ფეხი, რეალურად, საშინელ მდგომაროებაში აქვს", — ყვება ადვოკატი. მისივე თქმით, ნავალნის გამოკვლევა გაუკეთეს, თუმცა დიაგნოზი ჯერ უცნობია.

ადვოკატების დახმარებით, ალექსეი ნავალნის ორი განცხადება გაავრცელა. პირველის თანახმად, მას ნერვის კომპრესია აქვს და შესაბამის სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს. ოპოზიციონერი ციხეში მოწვეული სპეციალისტის მისვლას და წამლებს ითხოვს.

გარდა ამისა, ნავალნი ამბობს, რომ იგი აღრიცხვაზეა აყვანილი, როგორც გაქცევისკენ მიდრეკილი, რის გამოც ღამით საათში ერთხელ, ჯამში კი რვაჯერ აღვიძებენ. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ როგორც გასამართლებულს უწყვეტი რვასაათიანი ძილი ეკუთვნის და უკანონო წამების შეწყვეტას მოითხოვს.

იულია ნავალნი ამბობს, რომ მის ქმარს ზურგის ტკივილი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაეწყო, თუმცა მასთან არც ექიმი შეუშვეს და არც ქაღალდზე დაწერილი ვარჯიშები გადასცეს, რომელიც ტკივილს შეამსუბუქებდა.

სასჯელაღსრულების უწყებაში ამბობენ, რომ ნავალნის ნორმალურადაა და მისი მდგომარეობა სტაბილურია.