მაია ასათიანი რუსთავი 2-ს ტოვებს. აღნიშნული პროფილის წამყვანმა გადაცემის ახალ პრომო ვიდეოში დაადასტურა.

"დღეს მე აქ, ამ არხზე ჩემს 20-წლიან ისტორიას ვასრულებ. ბოლო გავდივარ, იმიტომ რომ აქ იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ", — თქვა მან.

ჯერ კიდევ 5 მარტს ცნობილი გახდა, რომ პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური სირთულისა და არხის რეიტინგის კლების გამო რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. არხზე დაბრუნდნენ დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია, ხოლო რუსთავი 2-მა Prime Time-თან ერთად ჰოლდინგი ჩამოაყალიბა.