10 მსახიობი, რომელმაც ვარსკვლავად გახდომამდე კარიერა კინაღამ მიატოვა
ჰოლივუდის ცნობილ სახეებს მსოფლიოს ყველა კუთხეში იცნობენ, თუმცა მათი ცხოვრება რადიკალურად სხვანაირი იქნებოდა, ერთხელაც კარიერულ მწვერვალზე ასვლა რომ შეეწყვიტათ.
სანამ აღიარებას მოიპოვებ, მანამდე ყველა ადამიანს აეჭვებს საკუთარი შესაძლებლობები და არ ასვენებს კითხვა: "საკმარისად კარგი ვარ?" ამის გამო, შეიძლება, დასახულ მიზანზეც კი თქვა უარი.
ამ სტატიაში რამდენიმე პოპულარული მსახიობის ისტორიას გაიგებთ, რომლებმაც კინაღამ ხელი აიღეს თავიანთ პროფესიაზე, სანამ კაშკაშა ვარსკვლავები გახდებოდნენ.
1. რობერტ პატინსონი
ბინდის კასტინგით იმდენად უკმაყოფილო იყო, თავის მშობლებს დაურეკა და უთხრა, რომ მორჩა, საკუთარი თავის წამებას აღარ გააგრძელებდა. თუმცა კინოსტუდიიდან მალევე დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ედვარდის როლზე დაამტკიცეს.
2. ელიზაბეტ ოლსენი
იმის გამო, თუ როგორ ექცეოდა მედია მის დებს (მერი-ქეითი და ეშლი), მსახიობობის გაგრძელებას აღარ აპირებდა. მაგრამ 2011 წლის ფილმში Martha Marcy May Marlene შესრულებულმა როლმა მას მოულოდნელი აღიარება მოუტანა და მალე მარველის სამყაროს შეუცვლელ ვარსკვლავადაც იქცა.
3. გალ გადოტი
Wonder Woman-ში (ქალი საოცრება) მონაწილეობამდე გალ გადოტმა თავის ქმარს უთხრა, რომ კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა, თუმცა მას მალე დაუკავშირდნენ და კომიქსის სუპერგმირის როლი შესთავაზეს.
4. კრისტენ სტიუარტი
ბავშვობაში კრისტენ სტიუარტმა მრავალ ადგილას სცადა ბედი, თუმცა ერთი წლის განმავლობაში რეკლამაში მონაწილეობაც კი ვერ მოახერხა. ამის გამო ხელის ჩაქნევას აპირებდა, თუმცა დედამისმა დაარწმუნა, რომ ბედი კიდევ ერთ პროექტში უნდა ეცადა — The Safety of Objects (ნივთების უსაფრთხოება) და მართლაც, პირველი სამსახიობო როლი მიიღო.
5. ჯონ კრასინსკი
სტივენ კოლბერტის გადაცემაში სტუმრობისას გაიხსენა, როგორ სთხოვა დედამ, სამი წლის განმავლობაში ეცადა მსახიობობა. ორ წელიწადნახევრის შემდეგ ჯონმა დედას დაურეკა და უთხრა, რომ დაიღალა და დრო იყო, სახლში დაბრუნებულიყო. დედამისმა დაარწმუნა, რომ კიდევ ცოტაც მოეთმინა და მართლა, ორი კვირის შემდეგ მან The Office-ში (ოფისი) მიიღო როლი.
6. მილი ბობი ბრაუნი
იმის გამო, რომ Game of Throne-ში (სამეფო კარის თამაშები) როლი ვერ მიიღო, მსახიობობას აღარ აპირებდა, თუმცა მოულოდნელად Stranger Things-ში დაამტკიცეს ერთ-ერთ მთავარ როლზე.
7. კრის ჰემსვორტი
მრავალ როლზე მიღებული უარის შემდეგ ჰემსვორტი შინ, ავსტრალიაში აპირებდა დაბრუნებას, რა დროსაც სულზე მოუსწრო ფილმში The Cabin in the Woods მონაწილეობამ, რამაც საბოლოოდ თორის როლამდე მიიყვანა.
8. ემი ადამსი
ფილმში Junebug (ივნისის ხოჭო) მონაწილეობის შემდეგ ემი ადამსი უკვე სხვა სფეროში გადანაცვლებას ფიქრობდა, თუმცა უცაბედად ამ ფილმში შესრულებული როლით ოსკარის ნომინაცია მოიპოვა და ნამდვილ ვარსკვლავადაც იქცა.
9. მარკ რუფალო
2008 წელს მას ძმა მოუკლეს და ამან იმდენად იმოქმედა მასზე, რომ კარიერის გაგრძელებას აღარ აპირებდა. როგორღაც ფილმში The Kids Are All Right (ბავშვები კარგად არიან) მონაწილეობაზე მაინც დაითანხმეს და სწორედ ამ პროექტის გადაღების პროცესში მას ხელახლა შეუყვარდა მსახიობობა.
10. ჯენა ფიშერი
შვიდწლიანი კარიერის შემდეგ რომ ნანატრ წარმატებას ვერ მიაღწია, მსახიობობაზე ხელის აღებას აპირებდა, თუმც მისმა მენეჯერმა დაარწმუნა, რომ კიდევ ერთ კასტინგზე გასულიყო და ასე მიიღო ოფისში პემის როლი.
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
გადახედვაკობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე
-
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
-
გადახედვაემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა ემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა
კომენტარები