აუდიო სოციალური ქსელი, Clubhouse ჯერ კიდევ მხოლოდ iOS-ის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. თებერვალში, აპლიკაციის შემქმნელებმა განაცხადეს, რომ მათ უკვე აიყვანეს ანდროიდ დეველოპერი, რათა აპლიკაციის ახალ ვერსიაზე მუშაობა დაეწყოთ.

კვირას, გენერალურ შეხვედრაზე, ქლბაჰაუსის თანადამფუძნებელმა პოლ დავისონმა განაცხადა, რომ კომპანია აქტიურად და თავდაუზოგავად მუშაობს აპლიკაციის ანდროიდ ვერსიის შექმნაზე, თუმცა ის ხელმისაწვდომი რამდენიმე თვეში გახდება.
აპლიკაციის გამოსვლის დაახლოებით თარიღად შეგვიძლია გვიანი გაზაფხული ან ზაფხულის დასაწყისი ვივარაუდოთ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია ანდროიდ ვერსიაზე მუშაობას დაიწყებდა ჯერ კიდევ იანვრის ბლოგში გამოქვეყნდა, თუმცა დროის რაიმე კონკრეტული მონაკვეთი მითითებული არ ყოფილა.

ამ დროის განმავლობაში ქლაბჰაუსს კონკურენტებიც წამოეწივნენ და შეიძლება ითქვას, რომ გადაასწრეს კიდეც. მათი შეფერხებით ისარგებლა ტვიტერმა და Spaces წარადგინა, რომელიც ანდროიდზეც და iOS-ზეც გამართულად მუშაობს. ტვიტერის თქმით, ახალი ფუნქცია ფართო მასებისათვის ხელმისაწვდომი აპრილში გახდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ Clubhouse უნდა ასწრაფდეს და აპლიკაციის შექმნის პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქაროს. ამასთანავე, უნდა ვთქვათ ისიც, რომ ქლაბჰაუსის მოწვევების სისტემა დამაზიანებელი და ასევე სასწრაფოდ მოსაშორებელია.