დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდვითარების მხრივ რთული თვეების გავლის შემდეგ, ე.წ. კომენდანტის საათის შემსუბუქებისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.

"ზოგადად, კომენდანტის საათი — ეს არ არის ქართული ველოსიპედის გამოგონება — ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად პანდემიების დროს შემზღუდველ ღონისძიებებში [...]

ჩვენ ისეთი ნოემბერი და დეკემბერი გავიარეთ, რომ ... მოჩქარეს მოუგვიანდესო, კარგი გამოთქვა გვაქვს, არა?! ამიტომ, ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ აუარესებს სიტუაციას ე.წ. კომენდანტის საათის მოახლოებასთან ერთად, ხალხის ნაკადის ზრდა ერთ სივრცეში — საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სურსათის მაღაზიებში ა.შ. გამყრელიძემ უპასუხა, რომ ამ დროს უნდა გამოვიყენთ პირბადე.

"მეტი ინფორმაციაა საჭირო, რომ ადამიანები, როცა ბევრი არიან, ავტობუსში ან მეტროში, რომ ატარონ პირბადე მაქსიმალურად. კომენდანტის საათის შემსუბუქებაზე, ჩვენ ვთქვით, რომ დაკვირვება მიმდინარეობს ეპიდსიტუაციაზე", — ამბობს ამირან გამყრელიძე.