ჩვენი ზაფხული უკვე, დაახლოებით, 20%-ით დიდია, ვიდრე ეს ადრე იყო. თუ კლიმატის კრიზისი გაგრძელდება, 2100 წლისთვის ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე ზაფხული 6 თვიანი გახდება. გამოდის, რომ 1950 წელთან შედარებით, ზაფხული ორჯერ დიდი იქნება. მეტიც, ასეთი ზაფხული ბევრად უფრო ცხელი იქნება, რაც მეტ ხანძარს და კატაკლიზმებს გამოიწვევს.

ასეთი პროგნოზის მისაღებად მკვლევრებმა კლიმატის ისტორიული მონაცემები გამოიყენეს და გამოიკვლიეს, თუ როგორ იცვლებოდა ის აქამდე. მათი კვლევა Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა და აჩვენა, რომ 1952 წლიდან, 2011 წლამდე ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზაფხული, საშუალოდ, 78 დღიდან 95 დღემდეა გაზრდილი.

კლიმატის ცვლილების მოდელების გამოყენებით, მკვლევრებმა აჩვენეს, რომ წინ კიდევ უფრო დიდი ცვლილებებია. 2100 წლისთვის, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზაფხული, საშუალოდ, 166 დღე გრძელდება. ეს ყველა სხვა სეზონს შეამცირებს, ხოლო ზამთარს 31 დღემდე დაიყვანს.

პროგნოზით, ხმელთაშუა ზღვის რეგიონმა და ტიბეტის მთიანეთმა ყველაზე დიდი ცვლილებები უნდა განიცადოს. თუმცა, ეს საბოლოოდ ყველაფერზე მოახდენს გავლენას, მათ შორის სოფლის მეურნეობაზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე.