ბოლო წლებში ქართულ ლიტერატურაში მნიშვნელოვანი სიახლეები შეინიშნება და მკითხველებიც ახალი ავტორების საინტერესო შემოქმედებას საკმაოდ ხშირად ეცნობიან.

უკვე ნაცნობ სახეებთან ერთად ასპარეზზე სულ უფრო ბევრი დებიუტანტი მწერალი ჩნდება, რომლებიც ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ ლიტერატურულ სამყაროებს ქმნიან.

On.ge-ის ფეისბუქჯგუფში, სადაც წევრები ლიტერატურაზე საუბრობენ, კითხვა დავსვით, თუ რომელია საუკეთესო თანამედროვე ქართული რომანი და ახლა სწორედ მკითხველების პასუხებს გაგიზიარებთ, რაც, შესაძლოა, ახალი საკითხავის შერჩევასა და მშობლიური ლიტერატურის უკეთ გაცნობაშიც დაგეხმაროთ.

1. შაშვი შაშვი მაყვალი — თამთა მელაშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ეს წიგნი სულ ცოტა ხნის წინ, 2021 წლის დასაწყისში გამოიცა, მაგრამ უკვე უამრავი მკითხველის გული მოიგო.

უფრო ვრცლად წიგნის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: თამთა მელაშვილის ლიტერატურული დღესასწაული

2. ობოლე — აკა მორჩილაძე

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

აკა მორჩილაძე, უდავოდ, ყველაზე ცნობილი თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის მრავალფეროვანი შემოქმედებიდან ხშირად ყველაზე დიდ აღფრთოვანებას ობოლე იმსახურებს ხოლმე.

3. ვა, სოფელო — ზაირა არსენიშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ზაირა არსენიშვილი ქართველმა მკითხველმა დაგვიანებით, მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გაიცნო სათანადოდ და მისი სამწერლობო ენა ბევრმა ქართული ენის ნამდვილ საგანძურად აღიარა.

უფრო ვრცლად წიგნის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: "ვა, სოფელო" ანუ ბოროტების იმპერიის ეპიტაფია

4. საღეჭი განთიადები — ზურა ჯიშკარიანი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

მუსიკოსმა და მწერალმა ზურა ჯიშკარიანმა ქართულ ლიტერატურას ჟანრული მრავალფეროვნება შემატა: კიბერპანკის ჟანრის სადებიუტო რომანით მკითხველი ციფრულ სამყაროში ამოგზაურა.

5. მესამე ნაპირი — ლუკა ბაქანიძე

სამწუხაროდ, ლუკა ბაქანიძეს მკითხველების ფართო აუდიტორია არ იცნობს, თუმცა ვისაც მისი ეს სადებიუტო რომანი წაუკითხავს, იცის, რომ მისი ხმა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უნიკალურია ქართულ ლიტერატურაში.

6. დაშლა — დათო გაბუნია

ფოტო: წიგნები ბათუმში

ამ ქართველი დრამატურგისა და მთარგმნელის პირველი რომანი ნამდვილ ბესტსელერად იქცა და უამრავი მკითხველი მოუთმენლად ელის მისგან შემდგომ სიახლეებს.

უფრო ვრცლად წიგნის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: დაშლა, როგორც ჩვენი ცხოვრების წესი

7. სამხრეთული სპილო — არჩილ ქიქოძე

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

სამხრეთული სპილო ერთგვარი წიგნი-კინოა, რომელიც თბილისში დაუვიწყარ მოგზაურობას მოგიწყობთ.

8. გათვლა — თამთა მელაშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

თამთა მელაშვილმა ამ რომანით არა მხოლოდ ქართველი მკითხველების, არამედ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. სულ მალე ეს წიგნი განახლებული დიზაინითა და ტირაჟით დაიბეჭდება და თუ აქამდე არ წაგიკითხავთ, ამის გამოსასწორებლად შესაფერისი მიზეზიც გეძლევათ.

9. სანტა ესპერანსა — აკა მორჩილაძე

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

მკითხველების ფავორიტ წიგნებს შორის მოხვდა აკა მორჩილაძის კიდევ ერთი რომანი, რომელშიც მწერალი თავისი უსაზღვრო ფანტაზიით შავ ზღვაში მდებარე გამოგონილი კუნძულების ალტერნატიული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს.