ყოველი ახალი დღე ახალი შანსია. შანსი იმისა, რომ ჩვენს მიზნებთან და ოცნებებთან დავახლოვდებით, შევიცნობთ საკუთარ თავს და ამით ჩვენს შესაძლებლობებსაც განვავითარებთ. ამისთვის კი გვჭრდება კომფორტი, სივრცე, რომელიც ახალ ისტორიას შექმნის და მაქსიმალურად მორგებული იქნება ჩვენს საჭიროებებზე.

თანამედროვე არქიტექტურულ სამყაროში ინოვაციები აღარავის უკვირს, მაგრამ ამავდროულად, სულ უფრო და უფრო რთული ხდება არაორდინალური პროექტების ჩანაფიქრი ეფექტურ რეალობად იქცეს. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია, ფუნქციურმა და ესთეტიურმა ღირებულებებმა ერთნაირად გაგვიმართლოს იმედები.

სწორედ ამას ემსახურება დეველოპერული კომპანია KINOR-ის რებდენდინგიც — კომპანია მრავალწლიანი გამოცდილებით, რომელიც დაფუძნებულია ევროპული, კერძოდ ფრანგული პირდაპირი ინვესტიციით და ადგილობრივ დეველოპერულ ბაზარზე გამოირჩევა ევროპული სტანდარტების და ესთეტიკის დანერგვით.

ქართული ბაზრის უკეთ გააცნობის შემდეგ, კომპანიამ ადრეულ ეტპზევე გადაწყვიტა ლოგოტიპისა და ვიზუალური სახის ცვლილება, რათა ქართულ-ევროპული ინვესტიციის სინთეზი ბრენდის იდენტობაში უკეთ აისახოს. კინორი უკვე ნამდვილად ქართული კომპანიაა და მისი საკომუნიკაციო ვიზუალი უნდა ასახავდეს ქართული და ევროპული ესტეთიკის ნაზავს.

ამჟამინდელი იდენტობა და კონცეფცია, რომელსაც შეცვლილი ლოგო გამოხატავს, არის ისტორიული ქართული არქიტექტურული ორნამენტის, ქართული კ-სა და ლათინური K-ს ელემენტებით შემდგარი სიმბოლო. ახალი ლოგოტიპით გამოხატულია პატივისცემა ქართული კულტურისა და თანამედროვე საქართველოს მრავალფეროვანი შესაძლებლობების მიმართ, რათა გაჩნდეს ემოციური ბმა ბრენდსა და მომხმარებელს შორის.

კინორი თავის ახალ პროექტებში აქცენტის გაკეთებას ხელოვნებისა და კომფორტული ცხოვრების სინთეზზე გეგმავს.

რა გამოარჩევს მას ადგილობრივ ბაზარზე მოღვაწე სხვა დეველოპერული კომპანიებისგან?

ეს პროცესების ეფექტურად მენეჯმენტია, რაც ევროპული ხედვის განუყოფელი ნაწილია. KINOR-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხსიმგებლობა და მომხმარებლის უსაფრთხოების გარანტიაა, ასევე ხარისხისა და შესრულების ვადების პატივისცემა.

კინორის საინვესტიციო ჯგუფს უძრავი ქონების დეველოპმენტში ორი მიმართულება აქვს:

საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების სექტორები. კომპანიის მიზანია, განავითაროს მრავალფეროვანი საინვესტიციო პორტფელი მთელი ქვეყნის მასშტაბით და მოიცვას უძრავი ქონების ყველა სეგმენტი — როგორც კომერციული და ინდუსტრიული პროექტების, ისე საშუალო და პრემიუმ სეგმენტების საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმართულებით.

კომპანია ბაზარზე 2019 წელს შემოვიდა და ამჟამად KINOR-ს უკვე აქვს ერთი დასრულებული მრავალფუნქციული საშუალო სეგმენტის კომპლექსი ვაშლიჯვარში. პროექტი განკუთვნილია როგორც ოჯახებისთვის, ისე ახალგაზრდებისთვის - კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით (ლობი, დაცვა, კომერციული დონეები, 2-დღიანი პარკინგი, ეზო და საბავშვო მოედანი)

კომპანიას აქვს ასევე 2 მიმდინარე პროექტი — პრემიუმ კლასის ბუტიკ საცხოვრებელი კომპლექსი სამების ეკლესიასთან, ხედებით ქალაქის მთელს ისტორიულ ნაწილზე და ასევე სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულებით ერთ-ერთი საერთაშორისო ბრენდის 150-ნომრიანი სასტუმროს საინვესტიციო პროექტი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ.

რა არის კინორის მიზანი?

მიუხედავად პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისა, კომპანიის მიზანს წარმოადგენს პროექტების იმ ტემპით განვითარება, რომლითაც თავდაპირველად იყო დაგეგმნილი და ქვეყანაში დამატებით ინვესტიციების განხორციელება.

რაც შეეხება საცხოვრებელ უძრავ ქონებას, კომპანიის მიზანია გლობალური სტარდარტებისა და ხარისხის შეთავაზება, ეკოლოგიასა და ადამიანებზე ზრუნვა და მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნით მიღწეული წარმატების ყოველდღიურად გაუმჯობესება.