ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი მმართველ გუნდა და ოპოზიციას მოუწოდებს, რომ ითანამშრომლონ კრისტიან დანიელსონთან და აღარ გაუცრუონ იმედები ამ ჯერზე.

"კრისტიან დანიელსონი ეხმარებოდა ლიეტუვის გაწევრიანებას ევროკავშირში. 2000-2002 წელს ვმუშაობდი მასთან და მე ვაკეთებდი კოორდინაციას მიერთების და გაწევრიანების მოლაპარაკებებს ლიეტუვის მხრიდან. იგი არის ლიეტუვის გაწევრიანების გმირი, ის გახლავთ ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ. იმუშავეთ მასთან, იმუშავეთ ევროკავშირის ბრწყინვალე ელჩთან, კარლ ჰარცელთან, რომელიც ანახებს თავის ლიდერულ თვისებებს. გთხოვთ, არ გაგვიცრუოთ იმედები ამ ჯერზე. საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია და მე ამას ყველას ვეუბნები მთავრობის ჩათვლით", — განაცხადა პავილიონისმა TV პირველის ეთერში [TV პირველის თარგმანი].

22 მარტს შარლ მიშელმა განაცხადა, რომ დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდებოდა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისთვის, კომპრომისებზე წასლის დროა. დანიელსონის ბოლო ვიზიტის დროს, ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. ბოლო შეხვედრა 10 საათი გრძელდებოდა.

დანიელსონი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.