დედა სიდონიას თქმით, მამა გიორგი მამალაძე უწმინდესისგან დიდი ნდობით სარგებლობდა, რაც შესაძლოა, გარკვეული პირებისთვის არასასურველი ყოფილიყო. ეს განცხადება დედა სიდონიამ რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა.

„სულ არ გამოვრიცხავ, რომ მამა გიორგი თავისი პირდაპირობისთვის ჩამოაშორეს,“ - დასძინა დედა სიდონიამ.

მისი თქმით, ის იმ გაურკვეველმა ძალებმა ჩამოიშორეს, რომლებსაც ფესვები საპატრიარქოში აქვთ გადგმული და რომელთა შესახებაც მიტროპოლიტმა პეტრემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. მიტროპოლიტი გაურკვეველ ძალებში შორენა თეთრუაშვილს მოიხსენიებდა.